ჩვენს შესახებ
ჩვენი დედაქალაქის- თბილისის განვითარება და მოდერნიზაცია უნდა ეფუძნებოდეს თბილისელების ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებს, დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქისათვის შესაბამის სტანდარტებს. ქალაქგეგმარების პროცესი უნდა წარიმართოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული ნორმების შესაბამისად. უმნიშვნელოვანესია თბილისის უნიკალური ურბანული გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ჩვენი- მოქალაქეთა ჩართულობა ქალაქის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში, აუცილებელი და გადამწყვეტია საზოგადოებრივი თანხმობისათვის.
ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი შემადგენელია თბილისის შემდგომი განვითარების დოკუმენტების ერთობლიობისა. ჩვენი ვებ-გვერდის მიზანია, მოქალაქეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ მხარეებს მივაწოდოთ ინფორმაცია და გავხადოთ გამჭვირვალე, თუ როგორი პრაქტიკაა ევროპულ ქვეყნებში, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქის ქსელური, ფიზიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, ურბანული განვითარების მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი.

FaceBook Twitter Google