ეკონომიკა
„დედაქალაქში მიწის ნაკვეთის ფასი იზრდება“
თბილისსა და მის შემოგარენში კერძო სახლების მშენებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო პერიოდში დედაქალაქის დაუსახლებელი ტერიტორიები სწრაფად შენდება და შესაბამისად, მოთხოვნილება მიწის ნაკვეთებზეც იზრდება.

Myclient.ge-ს დირექტორის გვანცა გუჯელაშვილის განცხადებით, მიწის ნაკვეთების ფასს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.

„პირველი ფაქტორი, რაც მიწის ნაკვეთის ფასზე მოქმედებს - ადგილმდებარეობაა. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია შემოგარენში ინფრასტრუქტურა და რამდენად გამართულია კომუნიკაციები (წყალი, გაზი, ელექტროენერგია, საკანალიზაციო სისტემა დ ა.შ.),“- აცხადებს გუჯელაშვილი.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთების ფასს თბილისის მასშტაბით, გუჯელაშვილის განმარტებით ამ
ეტაპზე მიწის ნაკვეთებზე ყველაზე დაბალი ფასი არის გარეუბნებში, სადაც მიწის ნაკვეთის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე 50-70 დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში მერყეობს. მისივე ცნობით, იგივე ფასებია დიდ დიღომშიც. სხვა უბნებში კი ღირებულება შედარებით მაღალია.

მაგალითად, ვაკეში მიწის ნაკვეთი 100-180 დოლარის ექვივალენტი ლარში ფასდება, ხოლო ყველაზე მაღალი ფასი არის დიღმის მასივსა და ძველ თბილისში, სადაც მიწის ნაკვეთის ფასი 200-300 დოლარის ექვივალენტი ლარში მერყეობს.


წყარო: www.bpn.ge
FaceBook Twitter Google