ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის თაოსნობით, საფეხბურთო ტურნირი "ელიავას თასი" იმართება
უკვე მეორე წელია, ელიავას ბაზრობის ადმინიტრაციისა და კლუბ „დიდუბე 2014“-ის თაოსნობით იმართება საფეხბურთო ტურნირი „ელიავას თასი“. ტურნირში მონაწილეობენ ბაზრობის მოიჯარეები და კლუბ „ დიდუბე 2014“-ის აღსაზრდელები. აღნიშნული კლუბი ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის პატრონაჟით 2014 წლიდან არსებობს და მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ 180 ბავშვს სრულიად უსასყიდლოდ ავარჯიშებს და უზრუნველყოფს მათ საჭირო ეკიპირებით. სწორედ მათთვის კეთილმოეწყო ელიავას ბაზრობის მიმდებარედ სტადიონი, სადაც მოზარდები და ადგილობრივი მაცხოვრებლები სისტემატიურად ვარჯიშობენ. ტურნირი მინი ფეხბურთის -ფუტზალის წესების დაცვით ტარდება. თამაშებზე მწვრთნელად მოწვეულია ფიფას არბიტრი - ალექსანდრე მეშკოვი.
15 მაისს ჩატარდება ფინალური შეხვედრა გამარჯვებულ გუნდებს შორის. ტურნირში პირველ და მეორე პოზიციებზე გასული გუნდებისათვის დაწესებულია ფულადი საპრიზო ფონდი და სხვა წამახალისებელი ჯილდოები. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, დიდუბის რაიონის ხელმძღვანელობა და სხვა საპატიო სტუმრები. ფინალური თამაში და გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება.

(R)
FaceBook Twitter Google