USD 2.7064
EUR 3.1321
RUB 3.3255
Тбилиси
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ტენდერი გამოცხადდა
дата:  136

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და მის მიმდებარედ, 2 კმ-ის რადიუსში, არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. შავი წერილების) აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 27 მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება და სხვა სამუშაოები.

„სამუშაოები ჩატარდება საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის (GTC) - საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში.

სამუშაოები ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს.

პროექტის მიზანია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.

პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

გრანტის საერთო მოცულობა შეადგენს 16 მილიონ ევროს, საიდანაც ნაწილი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 3 დეკემბრის 15:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

экономика
მემორანდუმი გაფორმებულია - საქართველო ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტს შეძლებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, "ქართული ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხელი მოაწერა ორ დოკუმენტს, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას გარემოს დაცვისა და აგროსექტორის მიმართულებებით - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

გაფორმებული მემორანდუმები:

  • „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
  • „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის თაობაზე“.

 

სონღულაშვილის თქმით, დოკუმენტები ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების გაღრმავებას როგორც გარემოსდაცვითი, ისე აგრარული განვითარების მიმართულებებით.

„ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთა შეხვედრა. ზუსტად ამ შეხვედრამ უზრუნველყო შესაძლებლობა, გაფორმებულიყო მემორანდუმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებებით,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი თანამშრომლობა მოიცავს ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმისა და დაცული ტერიტორიების მართვის სფეროებს.
სოფლის მეურნეობის ნაწილში კი მთავარი ფოკუსია გამოცდილების გაზიარება და აგროწარმოების პროდუქტიულობის ზრდა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ქათმის ხორცის ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის ჩინეთის ბაზარზე.

„ჩინეთის უდიდეს ბაზარზე საქართველოდან კიდევ ერთი პროდუქტის ექსპორტი გააძლიერებს აგროსექტორს და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე,“ - აღნიშნა სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, ჩინეთი საქართველოსთვის ქათმის ხორცის მთავარი მომწოდებელია.9 თვეში საქართველომ 59.2 მილიონის ქათმის ხორცი იყიდა, საიდანაც 48% ჩინეთიდან იყო იმპორტირებული.

более
голосование
ივანიშვილი ყლეა?
голосование
Кстати