USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
Тбилиси
ავთო გოგიჩაიშვილი-მექსიკაში მოღვაწე არქეომაგნეტოლოგი
дата:  2675
ამჟამად მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის (UNAM) დაქვემდებარებაში არსებულ არქეომაგნიტიზმის ეროვნულ ცენტრს ვხელმძღვანელობ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში გავაგრძელე სწავლა, რაშიც დამეხმარა ფრანგული ენის ცოდნა. ჯამში ექვსი უცხო ენა ვიცი. პოსტდოკის გასაკეთებლად ვულკანურად აქტიური რეგიონი შევარჩიე და წამოვედი მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტში. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტთა და პროფესორ-მეცნიერთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს.
 
ერთი წელი ვაპირებდი დარჩენას, თუმცა უკვე ოცდამეორე წელია აქ ვარ. დავოჯახდი მექსიკელ მეუღლეზე, შვილებიც აქ შეგვეძინა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შემესწავლა საყვარელი პროცესი არქეოფიზიკაში, რასაც წარმოადგენს გეომაგნიტური ინვერსია. დედამიწის მაგნიტური პოლუსები ჩვენი პლანეტის ისტორიაში ბევრჯერ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპასი ზოგჯერ სამხრეთსაც მიუთითებდა. საინტერესოა ე.წ. გარდამავალი პოლარობა, ანუ მაგნიტური ველის მესამე მეტასტაბილური მდგომარეობა, რაზეც ჩემს 200- ზე მეტ ნაშრომში ვსაუბრობ.
ჩემი კვლევის ძირითადი საგანია დედამიწის მაგნიტური ველის ფლუქტუაციების, ანუ ერთგვარად ვარიაციების შესწავლა დროსა და სივრცეში. გეომაგნიტური ველი, რომლის ძირითადი წყარო დედამიწის თხევად ბირთვშია, წარმოადგენს სტაბილურ ფარს, ჯავშანს მზის ქარიდან მომდინარე მაღალი ენერგიის ნაწილაკების წინააღმდეგ. ფართო გაგებით, ეს არის გეომაგნიტიზმი - გეოფიზიკის ერთ-ერთი მთავარი დარგი. რაც შეეხება არქეომაგნიტიზმს, ის იკვლევს დედამიწის მაგნიტური ველის ისტორიას წარსულში განცდილი მიმართულების და ინტენსივობის ვარიაციების გათვალისწინებით. ეს ხდება მაღალი ტემპერატურის ზეგავლენით გამომწვარი არქეოლოგიური მასალების გამოყენებით. არქეოლოგიაში ქრონოლოგიის დადგენა უმთავრესი ამოცანაა. ცალკე საკითხია ფრესკული და ე.წ. გამოქვაბულის მხატვრობის შესწავლა. უნივერსიტეტებში რამდენიმე წელია არსებობს არქეომეტრიის დამოუკიდებელი მიმართულება, რომელსაც სასაზღვრო მეცნიერების თავისებურებები ახასიათებს. არის მოსაზრება, რომ მეცნიერი აპოგეას აღწევს, როდესაც სადოქტორო დისერტაციას იცავს, ასევე შემდეგ, რამდენიმე წელი პოსტდოქტურანტურის დროს. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ ბედნიერი ვიქნები,. თუ მომეცემა საშუალება გამოვიკვლიო რაც შეიძლება მეტი ვულკანური ქანები და არქეოლოგიური არტეფაქტები საქართველოში-ეს არის ჩემი პროფესიული მიზანი.
 
სამშობლო 1993 წელს დავტოვე, თუმცა არასდროს შემიწყვეტია მეცნიერული თვალსაზრისით საქართველოში მოღვაწეობა. ყოველ წელს ჩამყავს საერთაშორისო ექსპედიცია ჯავახეთის ზეგანის ახალგაზრდა ვულკანური ლავური ნაკადების შესასწავლად. აქტიური მონაწილეობა მივიღე დმანისის უძველესი ადამიანის ასაკის დადგენაში. რაც შეეხება არქეომაგნიტურ კვლევებს, მათ გრაკლიანის გორის უნიკალური არქეოლოგიური ზეგალის გარშემო ვაწარმოებ. ვიზიარებ კონფუციუსის მოსაზრებას: “აირჩიე საქმე, რომელიც გიყვარს და არასდროს მოგიწევს მუშაობა ცხოვრებაში.” ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებ, ამ საქმეს ვერ დავარქმევ მუშაობას სტანდარტული გაგებით. ეს არის სასიამოვნო პროცესი, გატაცება, რასაც ყოველდღიურად უდიდესი სიამოვნება და ბედნიერება მოაქვს.
 
Тбилиси
ვაკის რაიონში ამორტიზებული ლიფტები იცვლება
ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N12 კორპუსის ორ სადარბაზოში ძველი, ამორტიზებული ლიფტები გამოიცვალა.
 
ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ძველი ლიფტები ახლით ჩანაცვლდა.
 
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
 
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებების მიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით ხდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати