USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
დარეჯან ბერეკაშვილი-საფრანგეთში მოღვაწე მოქანდაკე
Date:  1114

საფრანგეთში დავიბადე. პირველი პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავალი ვარ.  ბებიამ და ბაბუამ სამშობლო 1921 წელს დატოვეს, როდესაც რუსეთის არმია შემოიჭრა. 100%-ით ქართულ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი 3 წლის იყო, როდესაც მშობლებმა წამოიყვანეს, დედა აქ დაიბადა.  

პირველად საქართველოში 2001 წელს ჩავედი. მას შემდეგ მჭიდრო კონტაქტი მაქვს სამშობლოსთან.  მქონდა ბედნიერება  ჩემი ქანდაკებების საქართველოში გამოფენის. ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა,  ხშირად ვსტუმრობდი მუზეუმებსა და გამოფენებს.  სკულპტურა ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებდა და მიყვარდა,   მაგრამ არ მეგონა, მე თუ შევძლებდი და გავაკეთებდი.

სკულპტურაზე მუშაობა საკმაოდ გვიან დავიწყე, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემს უმცროს შვილთან ერთად სახელოსნოში ჩავეწერე და თიხაზე მუშაობისას მივხვდი, რომ დიდ ემოციას ვიღებდი. ეს ვნება უკვე  25 წელია გრძელდება.  ვქმნი როგორც პერსონაჟებს, ასევე ცხოველებს. ვცდილობ, ყოველთვის განსხვავებული ხედვა მქონდეს და  შევქმნა ინდივიდუალური და გამორჩეული ნამუშევრები, რომელთაც ასლი არ ექნებათ. ჩემს ქანდაკებებს თავიანთი სტილი აქვთ. ხშირად ვეძებ  საკითხებს, მოძრაობას, ხაზს, ელეგანტურობას, სიძლიერეს, მაშინაც კი, თუ ეს დეფორმაციას ნიშნავს… ვფიქრობ, რომ ჩემს ყველა ნამუშევარს ჩემი ქართული წარმოშობა ეტყობა. ეს იქნება თემების  (ქეიფი, მოცეკვავეები), ფორმების (ნაბადი), აგებულების  თუ სახეების მიხედვით.

ჩემი წარმოშობა და ორმაგი კულტურა ჩემს ნამუშევრებს ორიგინალურობას ანიჭებს. საერთოდ მე  თიხაზე და თაბაშირზე ვმუშაობ. შემდეგ ბრინჯაოში ვაკეთებ იმ ფიგურებს, რაც მიმაჩნია, რომ საუკეთესო გამოვიდა.

შთაგონება ზოგადად პრეტენზიულია. როდესაც ქანდაკებაზე   ვიწყებ მუშაობას, წინასწარ არ მაქვს კონკრეტული მიმართულება არჩეული , ყველაფერი პროცესში მოდის. ვაძლევ თავს უფლებას, რომ მივყვე ჩემს ხელებს და მასალას. ზოგჯერ( არა ყოველთვის) სასწაულიც ხდება და ჩნდება ფიგურა, რომელსაც მხოლოდ საბოლოო სახის მიცემა სჭირდება.  კიდევ და კიდევ უნდა სცადო, ჯილდოდ კი სიამოვნებას იღებ,  რადგან შენ შეგიძლია, ეს ყველაფერი შენი ხელებით შექმნა. ეს ის სიამოვნებაა, რომელსაც არაფერი შეედრება.

Speech • სფიჩი

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way