USD 2.7064
EUR 3.1321
RUB 3.3255
თბილისი
დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საუბრის დეტალებზე ისაუბრა
თარიღი:  915
“ეს იყო შესანიშნავი შეხვედრა. ის დიდებული ლიდერია” - განაცხადა ტრამპმა.
 
 “მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.  სი ძინპინთან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით უკრაინაზე. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა რაღაც შედეგს მივაღწიოთ.  დავთანხმდით, რომ რადგან ორივე მხარე ჩაბმულია ბრძოლაში, ზოგჯერ საჭიროა მათ მიეცეთ საშუალება იბრძოლონ — გიჟური სიტუაციაა. სი დაგვეხმარება უკრაინის საკითხში, თუმცა ბევრად მეტი ჩვენ აღარ შეგვიძლია გავაკეთოთ. აპრილში ჩინეთში ჩავდივარ, სი კი ამის შემდეგ ჩამოვა აშშ-ში.
 
თუ შეხვედრა ნულიდან ათამდე უნდა შევაფასო, სი ძინპინთან შეხვედრას 12 ქულით შევაფასდები”. - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ეკნონომიკა
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის

JNX WAS HERE ❤️❤️