USD 2.7064
EUR 3.1321
RUB 3.3255
Tbilisi
რიო-დე-ჟანეიროში, დანაშაულებრივი დაჯგუფება Comando Vermelho-ს წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციაში დაღუპულთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა
Date:  878

რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობის განცხადებით, დანაშაულებრივი დაჯგუფება Comando Vermelho-ს წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციას 119 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Brasil-ი ავრცელებს.

ეს მონაცემები შტატის უსაფრთხოების ძალებმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს.

ოფიციალური მონაცემებით, ოპერაციის დღეს დაიღუპა 58 ადამიანი და კიდევ 61 ცხედარი ტყეში იპოვეს. დაღუპულთა შორის ოთხი პოლიციელიცაა.

დაპატიმრებულია 113 ეჭვმიტანილი, მათგან 33 სხვა შტატებიდან, და აყვანილია 10 არასრულწლოვანი.

გარდა ამისა, ამოღებულია 118 ერთეული იარაღი (მათ შორის 91 ავტომატი და 27 პისტოლეტი), 14 ასაფეთქებელი მოწყობილობა და ტონობით ნარკოტიკი, რომლის აღრიცხვა ამჟამად მიმდინარეობს.

რიო-დე-ჟანეიროს სამოქალაქო პოლიციის მდივანმა, ფელიპე კურიმ სპეცოპერაციას უსაფრთხოების ძალების „ლეგიტიმური ქმედება“ უწოდა. მისი თქმით, ეს იყო „ყველაზე დიდი დარტყმა, რაც Comando Vermelho-ს დაარსების დღიდან მიუღია“.

ოპერაცია მიზნად ისახავდა კრიმინალური დაჯგუფების ტერიტორიული გაფართოების აღკვეთას და დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერების დაკავებას. აღნიშნული ოპერაცია შტატის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.

economics
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way