პუტინის მარჯვენა ხელის, სერგეი ლავროვის (ქალანთაროვი) აპოლიტიკური პორტრეტის შტრიხები ასეთია: სერგეი ლავროვი (ქალანთაროვი) დაიბადა 1950 წლის 21 მარტს. მის ძარღვებში სომეხი მამისა და საქართველოში მცხოვრები რუსი დედის (გვარად ლავროვა) სისხლი ჩქეფს. გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. დაოჯახდა სტუდენტობისას, მესამე კურსზე სწავლისას. ჰყავს ქალიშვილი. გატაცებულია სპორტით და ნებისმიერ ხელსაყრელ დროს კავდება საყვარელი თხილამურებით, ფეხბურთითა და რაფტინგით. მისი ჰობია ლექსების წერა. ის გახლავთ ავტორი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ჰიმნისა. უკრავს გიტარაზე და აგროვებს პოლიტიკურ ანეკდოტებს, რომელთა უმრავლესობა ზეპირად იცის და ძალიან უყვარს მათი მოყოლა.
მან იცის მშობლიური სომხური ენა, თუმცა კარგად იცის რუსული, ინგლისური, ფრანგული და სინგალური ენები. ამ უკანასკნელზე შრი–ლანკაში ლაპარაკობენ, სადაც ლავროვი პირველ უცხოურ მივლინებაში გახლდათ გაგზავნილი
2005 წლის 17 თებერვალს, ერევნის სლავურ უნივერსიტეტში ყოფნისას, მას სტუდენტებმა ჰკითხეს, თქვენი სომხური წარმოშობა ხელს ხომ არ გიშლითო? მან უპასუხა, მე თბილისური ფესვები მაქვს იმიტომ, რომ მამაჩემი იქიდან არის, მე სომხური სისხლი მაქვს, სხვა სისხლი ჩემში არ ყოფილა. ეს სისხლი ხელს არაფერში მიშლისო.
რაც შეეხება სერგეი ლავროვის საქართველოსთან ურთიერთობას, 2016 წელს ახალგაზრდულ ფორუმზე მან განაცხადა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და ჩამოსვლა სურს, თუმცა სტატუსის გამო ამას ვერ ახერხებს...
"ჩვენ დღეს საქართველოში საელჩო არ გვაქვს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ საააკაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთერთობები გაწყვიტა... ინტერესების სექცია კი შვეიცარიამ გახსნა. ყველას ესმის, არავინ და არსად წასულა. უბრალოდ, შენობაზე აბრა გამოიცვალა... ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც საქართველოში ჩადიან და მჯერა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ" - განაცხადა მან.
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილი, კარიერული დიპლომატი, რომელმაც საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და უწყების ხელმძღვანელი გახდა. 1994 წელს ის რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გახდა გაეროში. იქ იგი დაუღალავად შეუდგა კრემლის სტრატეგიული ხაზის გატარებას, რომლისაც თავად ღრმად სწამს: რუსეთის, როგორც დიდი „დერჟავის“ პოზიციების აღდგენა.
ცნობილია, რომ ლავროვი ეწინააღმდეგება აშშ-ის დომინირებას საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, მსოფლიოს თავი, ლავროვმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში გამოყენებული უამრავი ვეტოთი დაამახსოვრა, რისთვისაც „მისტერ არა“ შეარქვეს. მისი ერთ-ერთი კერპი, ალექსანდრ გორჩაკოვი გახლავთ, რომელიც რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყირიმის ომში დამარცხების შემდეგ ჩაუდგა სათავეში და, დაახლოებით, 30 წელი მართავდა.
ლავროვის აზრით, გასული საუკუნის 90-იანი წლები რუსეთისთვის დაკარგული დროა, დრო, როცა ქვეყანა დამცირებული იყო.
„დღეს კი რუსეთს აქვს შინაგანი ძალა, უფრო ძლიერია ეკონომიკურად და წარმატებით აგვარებს სოციალურ პრობლემებს. ამიტომ რუსეთს შეუძლია, თავს უფლება მისცეს და „თავდაჯერებული“ საგარეო პოლიტიკა გაატაროს“, _ მიიჩნევს ლავროვი
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სერგეი ლავროვის ერთადერთი ქალიშვილი-ეკატერინე ლავროვა, დაიბადა და გაიზარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაბამისად არის ამერიკის მოქალაქე; იქვე მიიღო განათლება და მხოლოდ 23 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, მას შემდეგ რაც ცოლად გაჰყვა მსხვილი ფარმაცევტული ქსელის მფლობელს- ალექსანდრ ვენოკუროვს და მის გვარზე გადავიდა. რუსულ პრესაში ხშირად იწერება სტატიები ლავროვების სოლიდური ( ასახელებენ 5 მილიარდამდე დოლარს) დანაზოგის შესახებ, რომელიც ევროპულ ბანკებში ინახება ალექსანდრა ვენოკუროვას ანგარიშებზე.
რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ ლავროვი აფხაზეთში მესამედ ჩავიდა. პირველად, აფხაზეთის აღიარებიდან რამდენიმე დღეში, 15 სექტემბერს, ის აფხაზეთს სამოქალაქო ლაინერით ეწვია. ის იყო სხვა ქვეყნის პირველი მაღალჩინოსანი, ვინც ოკუპირებულ რეგიონში არასამხედრო საფრენი აპარატით ჩაფრინდა.
მეორედ რუსი დიპლომატი აფხაზეთში, 2011 წლის 26 აპრილს ჩავიდა, როდესაც მოსკოვმა და სოხუმმა უვიზო მიმოსვლის შესახებ ნოტები გაცვალეს. მან იმ დროს ე.წ. აფხაზეთის "ხელმძღვანელობის" ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის, როგორც გაწვეულებისთვის, ასევე, საკონტრაქტო სამსახურით მყოფებისთვის, განსაკუთრებული რეჟიმის დამყარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
მესამედ, რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატი, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაზე დასასწრებად ჩაფრინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი ოფიციალურად პუტინის მარჯვენა ხელად და რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე შეუპოვარ გამტარებლად ითვლება მსოფლიოში, ამ მედალს მეორე მხარეც აქვს, რომელიც მას სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს.
სერგეი ლავროვის (ქალანთაროვი) პოლიტიკური ნაბიჯები და ქმედებები ცალსახად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ იგი სომხეთის შეუცვლელი ლობისტია და რუსეთის ძალაუფლების გამოყენებით გამუდმებით მათ ინტერესებს ატარებს.
და ეს, რომ ასეა ამას უკვე არც რუსული მედია და პოლიტიკური წრეები მალავენ და უკვე ხმამაღლა აპროტესტებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავს ქმედებებს, რომლებიც ხშირად რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ და ე.წ. სომხური „ლობის“ სასარგებლოდ არის მიმართული
სულ ახლახან სერგეი ლავროვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სერგეი მელიქ-ბაღდასაროვის, ვენესუელაში ელჩად დანიშვნის შესახებ. მან ამ პოსტზე რუსეთის ფედერაციის ელჩი ვლადიმერ ზაემსკი შეცვალა.
მელიქ-ბაღდასაროვის დანიშვნა კიდევ ერთი აშკარა მაგალითია იმისა, თუ რაოდენ ღრმად აქვს ფესვები გადგმული ნეპოტიზმს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მელიქ-ბაღდასაროვი ერთ-ერთი იმ მრავალთაგანია, რომელთაც მაღალი თანამდებობები სომხური წარმოშობის დამსახურებით მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ლავროვის მჭიდრო კავშირები მსოფლიოს მრავალრიცხოვან სომხურ
ლობისთან კი უკვე წარმოადგენს პატრიოტულად მოაზროვნე დიპლომატების შეშფოთების საგანს.
სანდო წყაროები იუწყებიან, რომ ლავროვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სწორედ მათი თანამშრომლობის შედეგად სომხეთში საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსული ფულის შედინებაც ხდებოდა.
ლავროვის ხელმძღვანელობით საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის "არმენიზაციის" პროცესი მიმდინარე და თანმიმდევრულია. სამინისტროს დეპარტამენტები და სხვადასხვა განყოფილებები ძირითადად სომხეთიდან ჩამოყვანილი კადრებითაა დაკომპლექტებული. უკვე მრავალი წელია ირანის ელჩად ლევან ჯაგარიანი მსახურობს. კითხვა - არის თუ არა მისი პროფესიული საქმიანობა რუსული ინტერესების გამტარებელი, დიდი ხანია დასმულია, თუმცა პასუხს როგორც წესი ყველა პასუხისმგებელი პირი თავს არიდებს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ სწორედ ჯაგარიანის დამსახურებით ჩაიშალა ირანში რუსეთის გეოსტრატეგიული პროექტი. საუბარია საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის "ჩრდილოეთ-სამხრეთის" პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთისა და ბალტიის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების შექმნას ინდოეთთან აზერბაიჯანისა და ირანის გავლით. როგორც ჩანს, პროექტში აზერბაიჯანის როლმა ჯაგარიანს თავისი სომხური ფესვების შესახებ შეახსენა და და პროქტის მესვეურებს აცნობა, რომ რუსეთი პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული არ იყო. სამაგიეროდ მან დიდი სიხარულით დაარწმუნა დამსწრე საზოგადოება მხარი ირან- სომხეთის შემაერთებელი, დიდი ხნის მივიწყებული სარკინიგზო პროექტისთვის დაეჭირათ. ეს ისტორია ცხადყოფს, რომ ლავროვის კადრები მისი მხარდაჭერის იმედით საკმაოდ საკამათო და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
გარდა ირანისა, ლავროვს რუსეთის ელჩებად სომხური წარმოშობის კადრები ბრაზილიასა და კოსტა-რიკაშიც ჰყავს დანიშნული.
გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მოკავშირეები, კერძოდ კი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, ჯაგარიანის ინციდენტის შემდგომ საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი თავისი მოკავშირის მიმართ. განსაკუთრებით კი ყაზახეთის პრეზიდენტი. ნაზარბაევმა, რომელსაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ლავროვთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების გამო.
ეს ყველაფერი არაა და რუსეთის სომხეთისადმი მხარდაჭერის გამოსახატად სერგეი ლავროვი პირადად ეწვია რუსეთის სომეხთა კავშირის თავმჯომარეს არა აბრამიანს 60 წლის იუბილეზე. მას თან პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და ვლადიმერ ჟირინოვსკიც ახლდნენ. ღონისძიებაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და მთიანი ყარაბახის არაღიარებული ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ბაქო სააკიანიც იმყოფებოდნენ. სწორედ ამ მეგობრული თავყრილობის შემდეგ ლავროვი პირდაპირ სოხუმში გაემართა რუსეთის საელჩოს გასახსნელად, სადაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სომხეთს შორის სატვირთო სატრანზიტო დერეფნის გახსნა იგეგმება. ლავროვმა შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ პროქტით დაინტერესებული ორივე მხარეა, რუსეთი კი მათ უბრალოდ ლობირებას გაუწევს. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის აზრი არავის უკითხავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: „ჩვენ როგორც სუვერენულ და აღიარებულ რესპუბლიკას, რომელსაც აღნიშნული პროექტის განხორციელების სურვილი აქვს, გვსურს ყველაფერი ცივილურად და წესისამებრ მოვაგვაროთ. დარწმუნებული ვარ საქართველო ხელს არ შეუშლის პროექტის განხორციელებას“.
რაც შეეხება აფხაზეთს, მისი მოსახლეობის უმრავლესობას უკვე სომხები წარმოადგენენ და მხოლოდ დროის საკითხია როდის გახდება საბოლოოდ „მესამე სომხურ სახელმწიფოდ“. (თავად სომხეთისა და მთიანი ყარაბახის შემდეგ).
ფაქტობრივად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხური ლობის ხელმძღვანელობით, მთელ მსოფლიოში ახდენს დემონსტრირებას, რომ რუსეთს მოკავშირეები აღარ დარჩენია ნორმალურ სახელმწიფოებში. ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ლავროვის განსაკუთრებით უარყოფიტი დამოკიდებულება იმით არის განპირობებული, რომ ლუკაშენკო უარს ამბობს, სომხური პოლიტიკის გატარებაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებასთან დაკავშირებით.
მაშინ ვინღა დარჩა კავკასიაში ”დიდი რუსეთის” მოკავშირე, რა თქმა უნდა, ”დიდი სომხეთის” გარდა. როგორც ლავროვის მიერ გატარებული პოლიტიკა გვიჩვენებს, "რუს მოკავშირეებად" მხოლოდ კავკასიის სეპარატისტული კვაზი სახელმწიფო წარმონაქმნები გამოდიან, სხვა სუვერრუნული ქვეყნების ტერიტორიაზე, რომელთა შექმნა ასევე მოხდა სომხური ლობის გეგმების და სტრატეგიების შესაბამისად ხდებოდა.
როგორც რუსული პრესა აცხადებს, თავისი ქმედებებით სერგეი ლავროვმა პირდაპირ გვიჩვენებს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა, დიდი დოზით ემსახურება სომხური ლობის ინტერესებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი სომეხმა ნაციონალისტი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ლავროვი ამზადებს "სომხეთისა და რუსეთის გაერთიანებას" და მიანიშნებს, რომ ამ პროცესში ქართული სახელმწიფო სრულიად ზედმეტია.
ზოგიერთი რუსი ექსპერტის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკა, სომხეთური ლობის დე ფაქტო ხელმძღვანელობით, საშიში ხდება მისი მეზობლებისთვის. სინამდვილეში, გადაწყვეტილია რუსეთის საგარეო პოლიტიკის”განადგურება” და ამის ხარჯზე სომხური ინტერესების მოგვარება.
ამიტომ შესაძლებელია, უახლოეს ხანში რუსეთმა შეიძლება დაიწყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა,რომლის
შემდეგადაც აფხაზეთი გახდება "მესამე სომხური სახელმწიფო" (სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის შემდეგ).
რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საკმაოდ არათანმიმდევრულია. ე.წ. პოლიტიკური ელიტა დაქსაქსული, პოლიტიკოსები მერკანტილურები. ასეთ პირობებში გადაწყვეტილების მიმღები პირები ძირითადად პირად ან თავიანთი ვიწრო წრის ინტერესებს ატარებენ. ( როგორც მაგალითად ლავროვი) შეიძლება ითქვას, რომ გარშემომყოფთა შორის ვლადიმერ პუტინი ყველაზე ადეკვატურია, რამეთუ იგი ნამდვილად ატარებს რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს მსოფლიო პოლიტიკაში.
ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, კარგად გაანალიზოს მის საზღვრებთან მიმდინარე პროცესები და მზად იყოს გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, რათა ბ-ნი ლავროვის გეგმების ცხოვრებაში რეალიზებას შეუშალოს ხელი.
სერგეი ლავროვს (ქალანთაროვი) და სომხურ ლობს კი, კიდევ ერთი თბილისელი, რუსის სახელმწიფო დიდ მოხელის „წინასწარმეტყველებას“ შევახსენებდით, რომელიც მან მთიან კარაბახთან დაკავშირებით გააკეთა და რომელიც უკვე ასრულდა კიდეც, სულ 4-5 დღის წინ.
რუსეთის ყოფილი, თბილისელი, პრემიერ მინისტრი ევგენი პრიმაკოვი, ცნობილ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა სომხეთს, რომ აზერბაიჯანი "ყველაფერს წაართმევს მას", თუ ერევანი არ დათმობს მთიანი ყარაბაღის ნაწილს.
და ეს რჩევა მან, ”ყარაბაღში დიდი სომხური გამარჯვების დროს” მისცა სომხეთის ექსპრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანს.
”ჩვენ შევთანხმდით ევროპასა და შეერთებულ შტატებთან, რომ თქვენ დაუბრუნოთ ოკუპირებული რაიონები აზერბაიჯანს, ამის სანაცვლოდ კი აზერბაიჯანი ცნობს ყარაბაღის "სომხურ" ნაწილს "
ამ შეთავაზებაზე, მაშინ პრიმაკოვმა უარი მიიღო, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გააფრთხილა სომხური მხარე - ”აზერბაიჯანმა იცის მუშაობა და ლოდინი. მათ აქვთ რესურსები. დასჭირდებათ 10, 20, 30 წელი, ისინი ძალას მოიკრებენ და ყველაფერს წაგართმევენ”.