თბილისელთა უმეტესობა გენგეგმის შესახებ ინფორმირებული არაა - „სახალხო თვითმმართველობის“ გამოკითხვა
ვარკეთილის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვაგზლის, დიდუბის, ახმეტელის, ტექნიკური უნივერსიტეტის და დელისის მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1430 რესპოდენტი.

გამოკითხული რესპოდენტების 33,1 %-ი ქალაქის მერის, კახა კალაძის მუშაობას დადებითად აფასებს; 20,5 %-ი უფრო დადებითად, ვიდრე - უარყოფითად; 19. 5%-ი უარყოფითად; 8.5%-ი უფრო უარყოფითად, ვიდრე - დადებითად; 18,5 %-ს უძნელდება კითხვაზე პასუხის გაცემა.

დასმულ შეკითხვაზე, ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება - რესპოდენტების 69,8 %-ი პასუხობს, რომ არ არის ინფორმირებული ამის შესახებ; ხოლო 30,8 %-ი კი ინფორმირებულია.

რესპოდენტების პასუხები საქალაქო პრობლემების რანჟირების პრიორიტეტულობის (6 ბალიანი შეფასების შკალაზე - 1 ნიშნავს ყველაზე პრიორიტეტულს და 6 ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულს) მიხედვით, ასე გადანაწილდა: ტრანსპორტი - პრიორიტეტულობის სიმწვავე 3,95; დასუფთავება - 3,9; ეკოლოგია - 3,66; ჯანდაცვა - 3,65; დასაქმება - 2,95; სოც-ეკონომიკური მდგომარეობა - 2,83.

შეკითხვაზე - მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს მოქალაქეთა აზრი და ამ მიზნით უნდა ტარდებოდეს ელექტრონული პლებისციტი - რესპოდენტების 78,7 %-ი თვლის, რომ მსგავსი პლებისციტი აუცილებელია; 13,8 %-ი მიიჩნევს რომ პლებისციტი დასაშვებია ზოგიერთი საკითხისთვის; არ არის საჭირო, თვლის 5 %-ი და პასუხის გაცემა გაუძნელდა რესპოდენტების 2,6 %-ს.

გამოკითხული რესპოდენტების 81,7 %-ი თვლის, რომ ხელისუფლება ვალდებულია, წინასწარ მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ მისი საკუთრების ან საცხოვრისის ფუნქციური ზონალობის ცვლილება იგეგმება; 10,6 %-ს ეს არ მიაჩნია სავალდებულოდ, ხოლო 7,7%-ს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა

შეკითხვაზე - კმაყოფილი ხართ თუ არა კომუნალური სერვისების მომწოდებელი კომპანიების მუშაობით, გამოკითხულთა 36,4 %-ი პასუხობს, რომ კმაყოფილა ყველა მათგანის მუშაობით; 24,5 %-ი ზოგის მუშაობით არის კმაყოფილი და ზოგის მუშაობით უკმაყოფილო; 31,3 %-ი არ არის კმაყოფილი არცერთი მათგანის მუშაობით და 7,8 %-ს უძნელდება კითხვაზე პასუხის გაცემა.

თბილისში გამწვანების სფეროში არსებული ზოგადი ვითარების შეფასებისას, რესპოდენტების 16,3 %-ი თვლის, რომ ქალაქის გამწვანება შეიძლება შეფასდეს დადებითად; 15,6 %-ი თვლის რომ სიტუაცია უფრო დადებითია ვიდრე უარყოფითი; 46,1 %-ი არსებულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს, უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად 16.2 %-ი, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა უძნელდება 5,9 %-ს.

წყარო: www.newpost.ge
FaceBook Twitter Google