USD 2.9466
EUR 3.2690
RUB 4.6218
თბილისი

აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კერძო საკუთრებას ზღუდავს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, აგრძელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე (მგგ) მუშაობას და საზოგადოებას შუალედურ ანგარიშს სთავაზობს.

კერძოდ, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტის“ მიერ, მერიისთვის წარდგენილი მგგ-ს განახლებული მასალებიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციების ახლებურად მოწყობისა და რელოკაციის ფინანსური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ბუნდოვანია.

დოკუმენტის SWOT ანალიზის ნაწილში, საფრთხეებად ავტორები თავად ასახელებენ მგგ-ს გადაწყვეტების ფინანსურ უზუნველყოფას და კერძო და საჯარო ინტერესების შეუთანხმებლობას, რაც ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან კვლევის პროცესში ორგანიზაციას მომართა უამრავმა მოქალაქემ, რომელთა საკუთრების უფლება უკვე ხელყოფილია, რადგან მგგ-ს არსებული ვერსიით სახეზეა უამრავი კერძო საკუთრების შეზღუდვის ფაქტი, იმის გამო, რომ ყოველგვარი წინასწარი ინფორმირებულობის და კონსულტაციების გარეშე ხდება მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისთვის დღეს მოქმედი ზონალობის შეცვლა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა.


წყარო: www.imedinews.ge
FaceBook Twitter Google