USD 2.6333
EUR 3.0191
RUB 3.3776
თბილისი
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
თარიღი:  639

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

CENTCOM-ში განმარტეს, რომ ეს დარტყმები იყო პასუხი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ თავდასხმაზე კონტეინერმზიდ GFS Galaxy-ზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ გადაადგილდებოდა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ეკიპაჟის ერთი წევრი დაკარგულად ითვლება, ხანძრისა და დაზიანებების გამო კი კონტეინერმზიდი ნაოსნობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

„ირანმა არასწორი არჩევანი გააკეთა. ახლა ისინი ამისთვის საფასურს იხდიან“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ კი აღნიშნეს, რომ მათ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს გემზე, რომელიც ირანის მიერ დამტკიცებული მარშრუტით არ მოძრაობდა, რის შემდეგაც მას „გამაფრთხილებელი გასროლა მოხვდა და გაჩერდა“. ირანულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება შემდგომ შეტყობინებამდე და „რეგიონში აშშ-ის ინტერვენციის შეწყვეტამდე“.

 
მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის