აშშ-ის მიერ გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ვენესუელას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების უფლება აქვს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა.
შეგახსენებთ, შაბათ-კვირას აშშ-ის სანაპირო დაცვამ ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა. დოკუმენტების თანახმად, ტანკერს 1.8 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი ჩინეთში გადაჰქონდა.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ყალბი დროშის ქვეშ მცურავი“ ტანკერი ვენესუელის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.