USD 2.6333
EUR 3.0191
RUB 3.3776
თბილისი
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უზენაეს ლიდერს გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილი წარუდგინა
თარიღი:  1846

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უზენაესი ლიდერის ოფისს გადადგომის თაობაზე ოფიციალური წერილი წარუდგინა. ამის შესახებ წყარომ Iran International-ს განუცხადა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, გაგზავნილ წერილში ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და მთავრობა ფაქტობრივად ჩამოშორებულნი არიან ქვეყანაში მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

"მისი თქმით, ამ მდგომარეობით შექმნილმა ვაკუუმმა საშუალება მისცა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მკაცრი ხაზის წარმომადგენლებს, ხელში აეღოთ ქვეყნის მართვის ძირითადი ბერკეტები.

ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ვერ ახერხებს მართვას და კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რის გამოც დაუყოვნებლივი გადადგომა მოითხოვა", - წერს გამოცემა.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის