USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
როდესაც გოლგოთაზე ქართველები ბერძნებმა ჩაანაცვლეს, ბერძენმა ბერებმა გოდფრუას საფლავი გაანადგურეს - ბექა ჭიჭინაძე
თარიღი:  1435
ინგლისელი მომლოცველი უილიამ ვეი გოდფრუას საფლავის შესახებ:
,,კალვარის მთის კლდეზე მდებარეობს გოლგოთა, სადაც არის სამლოცველო, რომელშიც ქართველები მსახურობენ, აქაა ორი საფლავი, პირველზე წერია: ,,Hic jacet inclitus Godfridus dux de Silion, qui totam terram acquisivit Cultui Christianorum, cujus anima regnat cum Christo in eternum. Amen".
,,აქ განისვენებს გოდფრიდი, სილონის დუქსი, რომელმაც შესძინა მთელი მიწა ქრისტეს სჯულს, ვისი სულიც ქრისტესთან ერთად მეფობს მარადისობაში, ამენ".
გოლგოთის ქართულ საძმოს - აღდგომელებსა და გოლგოთელებს ხელმძღვანელობდა ქართველი მღვდელმთავარი - გოლგოთელი, რომელიც უფრთხილდებოდა ქართველთა სამლოცველოში მოქცეულ გოდფრუას საფლავსაც. საინტერესოა, რომ როდესაც გოლგოთაზე ქართველები ბერძნებმა ჩაანაცვლეს, ბერძენმა ბერებმა გოდფრუას საფლავი გაანადგურეს.
ერთ ძველ ფრანგულ იტინერარიაში წავაწყდი უმნიშვნელოვანეს ცნობას წმინდა მიწაზე გოდფრუას იდეური მემკვიდრეების შესახებ, რომლის თანახმადაც ევროპის პირველი რაინდის და ჯვაროსნის - გოდფრუას საფლავი ქართველი „რუხი რაინდების” (,,Chevaliers gris") ხელშია. (შდრ. ,,მეზობელი ხალხები ცდილობენ არ გააღიზიანონ ქართველები, თუმცა კი სულ ურწმუნოებით არიან გარშემორტყმული. ქართველები მამაცი და მძლავრი მოდგმაა, რომელსაც ჰყავს რაინდები" - სოლმის გრაფი იოჰანი, 1483).
მეორე წყარო აღნიშნავს რომ გოდფრუას საფლავი ქართველთა ხელშია და რომ სარკინოზებს დიდი შიში აქვთ მათი.
ვგულისხმობ ანონიმი პილიგრიმის შემდეგ ცნობას: „ქართველები არიან მეოთხე ჯგუფი აღმოსავლეთიდან მომავალ ქრისტიანთა. წოდებულნი გეორგიელად, რამეთუ წმინდა გიორგია მათი პატრონი. მუდამ თან ახლავთ თავიანთი ქალები, შეიარაღებულნი მამაკაცებივით. მამაცნი არიან, მეზობლებს ეშინიათ მათი. წელიწადში ერთხელ, მრავალრიცხოვანნი მოდიან ქრისტეს საფლავთან, სულთნისა და მავრებისთვის ყველანაირი გადასახადის გადახდის გარეშე. შედიან იერუსალიმსა და ბაზილიკაში გაშლილი დროშით. სარკინოზებს მათი ეშინიათ".
ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ ევროპელი პილიგრიმები „ქართველ რუხ რაინდებს”, რომელთა შიშითაც „სარკინოზები ძრწოდნენ”, მიიჩნევდნენ ჯვაროსან რაინდთა მემკვიდრეებად. ქართველ რაინდთა ხელში იყო ბევრი მნიშვნელოვანი სიწმინდე, ქრისტიანული სამყაროს მთავარი საკურთხეველი - სამყაროს ცენტრად მიჩნეული წმინდა გოლგოთა და ჯვაროსნული მოძრაობის ლიდერის – გოდფრუას საფლავიც, ისევე, როგორც პირადად გოდფრუასა და საზოგადოდ ჯვაროსანთა ცნობილი სიმბოლო – ხუთჯვრიანი დროშა.
ფრანგული იტინერარია აქ გამარჯვების სახარებას აუწყებს, სასიხარულო ცნობას აღმოსავლეთიდან: ევროპული რაინდობის დიდი მამის - გოდფრუას საფლავი შეურყვნელია, რადგანაც სარკინოზთა შუაგულში მას მცველებად გამოუჩნდნენ ქართველი ,,რუხი რაინდები" (Chevaliers gris).
შემთხვევითი არაა, რომ წყარო საუბრობს წმინდა მიწის პილიგრიმ ჯვაროსან ქართველ ქალებზეც, რომლებიც ასევე შეიარაღებულები არიან, ავტორი ამ შემთხვევაშიც ცდილობს გახაზოს პარალელი ევროპულ და ქართულ რაინდობას შორის - ცნობილია რომ გოდფრუა და მრავალი სხვა ჯვაროსანი ლიდერი წმინდა მიწისკენ სწორედ თავის მეუღლეებთან ერთად მიემართებოდნენ.
ეს ცნობა გამოქვეყნდა ჩემს წიგნში ,,საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები"
ფრესკაზე - გოდფრუა თავის იერუსალიმურ-ხუთჯვრიან ნიშთან ერთად
ნახატზე - ქართველთა დიდებით შესვლა იერუსალემში, მე-17 საუკუნის ფრანგული გამოსახულება (გამოავლინა ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის დირექტორმა - გიორგი სორდიამ).
458515347_1987158558396810_1179580104547462913_n
მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის