აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს გზავნის.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.
„ჩვენ ვგზავნით მეორე ავიამზიდს იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე კვირები გვაშორებს და არა თვეები, - ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა.
„ახლა ორი ხაზი არსებობს. ერთი დიპლომატიური ხაზია, რომელიც ამ რეჟიმის დიპლომატიური გზის დასრულებას გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. მეორე ხაზი სამხედრო ვარიანტია“, - განაცხადა ლინდსი გრემმა.
მისი თქმით, ირანის რეჟიმი 1979 წლის შემდეგ ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია.
„რეჟიმის ცვლილების რისკი რეალურად არსებობს. ვფიქრობ, ირანელ ხალხს პოტენციალი აქვს იმისა, რომ აშშ-ის, ისრაელისა და რეგიონის დიდებული მოკავშირე გახდეს“, - განაცხადა მან.