აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავრობას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის განსაიდუმლოება დაავალა.
„ომის მდივანს, შესაბამის დეპარტამენტებსა და უწყებებს დავავალე დაიწყონ სამთავრობო დოკუმენტების მოძიებისა და განსაიდუმლოების პროცესი, რომელიც უცხოპლანეტელებს, არამიწიერ სიცოცხლეს, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას ეხება“, - დაწერა ტრამპმა.
მანამდე ტრამპმა მედიასთან საუბრისას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტის კითხვას, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის.