USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
თბილისი
ტრამპმა სანქცირებული ნავთობტანკერების ვენესუელაში შესვლა-გამოსვლაზე სრული ბლოკადის დაწესების ბრძანება გასცა
თარიღი:  65

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ხაზს უსვამ, რომ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს მთავრობა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

„ვენესუელა მთლიანად გარშემორტყმულია სამხრეთ ამერიკის ისტორიაში შეკრებილი უდიდესი არმადით. ის მხოლოდ გაიზრდება და მათთვის შოკი ისეთი იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ - სანამ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებენ ყველა იმ ნავთობს, მიწას და სხვა აქტივებს, რომლებიც ადრე ჩვენგან მოიპარეს. მადუროს უკანონო რეჟიმი ამ მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს იყენებს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის. ჩვენი აქტივების ქურდობისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ამიტომ, დღეს მე ვბრძანებ ვენესუელაში შემავალი და ვენესუელადან გამომავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრულ და სრულ ბლოკადას“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-მ სანქციები დაუწესა კიდევ ექვს ხომალდს, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდათ. სანქციები ასევე დაუწესდათ პრეზიდენტ მადუროს და მის რამდენიმე ნათესავს. ერთი დღით ადრე აშშ-მ განაცხადა, რომ ვენესუელას სანაპიროსთან ტანკერი დააკავა. თეთრმა სახლის განმარტებით, ტანკერი, სახელწოდებით Skipper-ი, ნავთობის უკანონო გადაზიდვაში მონაწილეობდა და რომ მას ამერიკულ პორტში გადაიყვანდნენ.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის