USD 2.6974
EUR 3.1595
RUB 3.3298
თბილისი
ტრამპს არ სჯერა, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე დარტყმა განახორციელა
თარიღი:  226

ტრამპს არ სჯერა რუსეთის ფედერაციის განცხადებების პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შესახებ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ლიდერმა საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე მედიასთან საუბრისას გააკეთა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს შეახსენა, რომ ის „ძალიან გაბრაზებული“ იყო პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

„მე არ მჯერა, რომ ეს დარტყმა განხორციელდა“, - გააწყვეტინა ჟურნალისტს ტრამპმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი მოსაზრება თავდასხმისთანავე, ტრამპმა უპასუხა: „იმიტომ, რომ იმ მომენტში არავინ არაფერი იცოდა. ეს იყო პირველი, რაც ამის შესახებ გავიგე. პუტინმა თქვა, რომ მის სახლს დაესხნენ თავს. ჩვენ ამის არ დავიჯერეთ, როდესაც ინფორმაცია გადავამოწმეთ, მაგრამ მაშინ ეს იყო პირველი, რაც საერთოდ მოვისმინეთ ამის შესახებ“.

მოსკოვის განცხადებები პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის მცდელობის შესახებ იმ დროს გაჟღერდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც ტრამპთან უკრაინის სამშვიდობო გეგმას განიხილავდა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის