USD 2.9466
EUR 3.2690
RUB 4.6218
თბილისი

გამოკითხულთა 53% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს


გამოკითხვა ჩატარდა ვარკეთილის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვაგზლის, დიდუბის, ახმეტელის, ტექნიკური უნივერსიტეტის და დელისის მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე.

სულ გამოიკითხა 1430 რესპოდენტი, რომელთა 33,1 %-ი ქალაქის მერის კალაძის მუშაობას დადებითად აფასებს; 20,5 %-ი უფრო დადებითად ვიდრე უარყოფითად; 19. 5%-ი უარყოფითად; 8.5%-ი უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად; 18,5 %-ს უძნელდება კითხვაზე პასუხის გაცემა.


დასმულ შეკითხვაზე, ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება – რესპოდენტების 69,8 %-ი პასუხობს, რომ ის არ არის ინფორმირებული ამის შესახებ; ხოლო 30,8%-ი კი არის ინფორმირებული.

რესპოდენტების პასუხები საქალაქო პრობლემების რანჟირების პრიორიტეტულობის (6 ბალიანი შეფასების სკალაზე – 1 ნიშნავს ყველაზე პრიორიტეტულს და 6 ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულს) მიხედვით ასე გადანაწილდა: ტრანსპორტი – პრიორიტეტულობის სიმწვავე 3,95; დასუფთავება – 3,9; ეკოლოგია – 3,66; ჯანდაცვა – 3,65; დასაქმება – 2,95; სოც-ეკონომიკური მდგომარეობა – 2,83.

შეკითხვაზე – მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს მოქალაქეთა აზრი და ამ მიზნით უნდა ტარდებოდეს ელექტრონული პლებისციტი – რესპოდენტების 78,7 %-ი თვლის, რომ მსგავსი პლებისციტი აუცილებელია; 13,8 %-ი მიიჩნევს რომ პლებისციტი დასაშვებია ზოგიერთი საკითხისთვის; არ არის საჭირო თვლის 5 %-ი და პასუხის გაცემა გაუძნელდა რესპოდენტების 2,6 %-ს

გამოკითხული რესპოდენტების 81,7 %-ი თვლის, რომ ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ მათი საკუთრების ან საცხოვრისის ფუნქციური ზონალობის ცვლილება იგეგმება; 10,6 %-ს ეს არ მიაჩნია სავალდებულოდ, ხოლო 7,7%-ს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეკითხვაზე კმაყოფილი ხართ თუ არა კომუნალური სერვისების მომწოდებელი კომპანიების მუშაობით, გამოკითხულთა 36,4 %-ი პასუხობს, რომ კმაყოფილა ყველა მათგანის მუშაობით; 24,5 %-ი ზოგის მუშაობით არის კმაყოფილი და ზოგის მუშაობით უკმაყოფილო; 31,3 %-ი არ არის კმაყოფილი არცერთი მათგანის მუშაობით და 7,8 %-ს უძნელდება კითხვაზე პასუხის გაცემა.

თბილისში გამწვანების სფეროში არსებული ზოგადი ვითარების შეფასებისას რესპოდენტების 16,3 %-ი თვლის, რომ ქალაქის გამწვანება შეიძლება შეფასდეს დადებითად; 15,6 %-ი თვლის რომ სიტუაცია უფრო დადებითია ვიდრე უარყოფითი; 46,1 %-ი არსებულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს, უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად 16.2 %-ი, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა უძნელდება 5,9 %-ს.

წყარო: www.mediamall.ge
FaceBook Twitter Google