USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
BMG: ბილ გეიტსის $200-მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილი აფრიკას მოხმარდება
Date:  1083

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის და საქველმოქმედო ფონდ Gates Foundation-ის თავმჯდომარის, ბილ გეიტსის $200-მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილი აფრიკის განვითარებას მოხმარდება.

როგორც მილიარდერი მეწარმე აცხადებს, მისი მოღვაწეობის მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარებაა, ამიტომ ის პლანეტის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ და რთულ კონტინენტს, აფრიკას ირჩევს, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არც მედიცინასთან აქვს წვდომა, არც განათლებასთან, არც უსაფრთხო საკვებთან და არც თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

როგორც ვიცით, გეიტსის სიკვდილის შემდეგ, მისი ქონება სამართავად Gates Foundation-ს გადაეცემა, რომელმაც პროექტების უდიდესი ნაწილი სწორედ აფრიკაში, მათ შორის: ეთიოპიაში, რუანდაში, ზიმბაბვესა და ნიგერიაში უნდა განახორციელოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბილ გეიტსს აქამდეც არაერთი პროექტი განუხორციელებია მსოფლიოს მასშტაბით და ის პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფილანთროპია.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way