USD 2.6930
EUR 3.1627
RUB 3.5963
Тбилиси
რეზა ფეჰლავის ბერლინში წითელი სითხე შეასხეს
дата:  322

ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟს, რეზა ფეჰლავის ბერლინში წითელი სითხე შეასხეს. სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

კონფერენციაზე ფეჰლავიმ გერმანიის მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბერლინმა მასთან დიალოგზე უარი თქვა.

мир
მერცი: შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს - ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს „ამცირებს“. მან გააკრიტიკა ვაშინგტონის მცდელობები, თავი დააღწიოს ომს, რომელშიც ის ყოველგვარი მკაფიო მიზნების დასახვის გარეშე ჩაება.

„ირანელები აშკარად ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებებში, ან უფრო სწორად, ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებების არწარმოებაში - ისინი აიძულებენ ამერიკელებს ჩავიდნენ ისლამაბადში და შემდეგ კვლავ ყოველგვარი შედეგის გარეშე წამოვიდნენ“, - განაცხადა მერცმა ცენტრალურ გერმანიაში, ქალაქ მარსბერგის ერთ-ერთ სკოლაში სტუმრობისას.

მან გააკრიტიკა ის, რასაც ამერიკული სტრატეგიის ნაკლებობა უწოდა და ერაყისა და ავღანეთის მაგალითებზე მიუთითა, როგორც გაფრთხილებაზე იმ ომებში ჩაბმის შესახებ, რომელთაც გამოსვლის სტრატეგია არ გააჩნიათ.

„ეს საქმე, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელია“, - თქვა მერცმა. „ამ მომენტში მე ვერ ვხედავ, თუ რა სტრატეგიულ გამოსავალს ირჩევენ ახლა ამერიკელები“.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ბერლინის სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსოფლიო ეკონომიკის შემდგომი დაზიანება.

გერმანია იმ კოალიციის ნაწილია, რომელსაც ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ და რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა.

„ჩვენ შევთავაზეთ გერმანიიდან ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების გაგზავნა, რათა დავეხმაროთ სრუტის ნაღმებისგან გათავისუფლებაში, რადგან ის აშკარად, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, დანაღმულია“, - განაცხადა მან.

„ჩვენ შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს. ამჟამად მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ამის განხორციელება უახლოეს მომავალში, რადგან ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ, ხოლო ამერიკელებს, როგორც ჩანს, დამაჯერებელი მოლაპარაკებების სტრატეგია არ გააჩნიათ“, - დასძინა მან.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати