USD 2.7440
EUR 3.0464
RUB 3.4087
Tbilisi
1 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

1 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 121-ე დღე (ნაკიან წლებში - 122-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 244 დღე.

დღის მოვლენები

          408 : ბიზანტიის იმპერიის ტახტზე ავიდა თეოდოსიუს II;

  • 1707 : შოტლანდია და ინგლისი გაერთიანდნენ.
  • 1776 : გერმანიაში ბავარიელი ილუმინატების საიდუმლო ორგანიზაცია შეიქმნა.
  • 1840 : გამოიცა მსოფლიოს პირველი საფოსტო მარკა „შავი პენი“, დიდი ბრიტანეთი.
  • 1851 : ლონდონში დაიწყო დიდი გამოფენა - პირველი მსოფლიო კულტურული და ინდუსტრიული მიღწევების ექსპოზიციათა სერიაში.
  • 1862 : აშშ-ს სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის ალიანსმა ახალი ორლეანი დაიკავა.
  • 1930 : სსრკ-ში ოფიციალურად გაიხსნა თურქესტან-ციმბირის მაგისტრალი.
  • 1930 : ნიუ-იორკში გაიხსნა ემპაირ-სტეიტ-ბილდინგი, იმ დროს მსოფლიოში უმაღლესი შენობა.
  • 1960 : ინდოეთში შეიქმნა მაჰარაშტრის, პენჯაბის და გუჯარათის შტატები.
  • 1982 : ფოლკლენდის კუნძულებზე ბრიტანეთმა დაბომბა ავიაბაზა პორტ-სტენლი.
  • 2003 : აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა ომის დამთავრება ერაყში.
  • 2004 : ევროპის კავშირში 10 ახალი წევრი მიიღეს: კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
  • 2008 : აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დამატებითი ძალები შევიდნენ.
  • 2009 :
    • კეროლ ენ დაფი ბრიტანეთის პირველი ქალი პოეტი-ლაურეატი გახდა ამ ტიტულის 340-წლიან ისტორიაში.
    • შვედეთი მეშვიდე ქვეყანა გახდა, სადაც ერთი სქესის წყვილთა ქორწინება ოფიციალურად დაშვებულ იქნა.
  • 2011 : ვატიკანში რომის პაპი იოანე-პავლე II ნეტარად შერაცხეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1218 : რუდოლფ I — რომაელ-გერმანელთა მეფე
  • 1819 : ჰერმან მელვილი — ამერიკელი მწერალი
  • 1857 : მესხი, კოტე — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
  • 1879 : სარაჯიშვილი, ვანო — ქართველი მუსიკოსი და ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
  • 1905 : კოსტერი, ჰენრი — გერმანელი კინორეჟისორი
  • 1905 : წერეთელი, დავით — ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი
  • 1908 : ბაქრაძე, გიორგი კონსტანტინეს ძე — ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი
  • 1916 : ფორდი, გლენ — ამერიკელი კინომსახიობი
  • 1917 : დარიე, დანიელ — ფრანგი მსახიობი
  • 1924 : აბაშიძე, დავით — ქართველი მსახიობი.
  • 1930 : რიცოსი, იანის — ბერძენი პოეტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 408 : არკადიუსი — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი
  • 1572 : პიუს V — რომის პაპი
  • 1904 : დვორჟაკი, ანტონინ — ჩეხი კომპოზიტორი
  • 1924 : დოდო აბაშიძე — ქართველი მსახიობი
  • 1951 : ერისთავი-ხოშტარია, ანასტასია — ქართველი პროზაიკოსი
  • 1963 : სამადაშვილი, ნიკო — ქართველი პოეტი.
  • 1978 : ხაჩატურიანი, არამ — სომეხი კომპოზიტორი
  • 1993 : ბერეგოვუა, პიერ — საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი (თვითმკვლელობა)
  • 1994 : სენა, აირტონ — ბრაზილიელი ავტომრბოლელი (ავტოკატასტროფა)
  • 2008 : ანტონი მამო — მალტის პირველი პრეზიდენტი
  • 2013 : კრის კელი — ჰიპ-ჰოპ დუეტ კრის კროსის წევრი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ბასილი რატიშვილი
    • ღირსი იოანე
    • მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე
    • კოზმან აღმსარებელი, ქალკედონელი ეპისკოპოსი და ღირსი ავქსენტი
    • იოანე ახალი
  • ისლამი
    • წინასწარმატყველ მუჰამედის დაბადების დღე, მავლინ ან-ნაბი.
  • აგრეთვე:
    • მშრომელთა საერთაშორისო დღე - აღინიშნება მრავალ ქვეყანაში. შემოღებულ იქნა აშშ-ში 1884 წელს დაწყებული მშრომელთა საერთო სახალხო გაფიცვის გამო.
    • აშშ - შემწყნარებლობის დღე (1955)
    • მარშალის კუნძულები - დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციის დღე (1986)
    • ყაზახეთი - ყაზახეთის ხალხთა ერთიანობის დღე.
tbilisi
ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება

ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

განაცხადა დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეაბილიტაცია შეეხება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება. ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკამდე უკვე განვახორციელეთ და დარჩენილი მონაკვეთი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახლდება. შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ხოლო საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ვიზუალურ გარემოს, ისე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. აღნიშნული გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რაზეც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way