USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Tbilisi
საქართველოს ბანკებმა იანვარ-თებერვლში 384 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია
Date : 03.29.2023  1241

საქართველოს კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს იანვარ-თებერვლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს.

მათი ანგარიშის თანახმად, 15-მა ბანკმა ჯამში 384 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია, მთლიანად ბანკების მიერ მიღებული საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი წელს 1.27 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 24%-ით არის გაზრდილი.

ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი კი იანვარ-თებერვალში 58.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია.

წმინდა მოგების მხრივ წელს პირველ ადგილზე “საქართველოს ბანკია”, რომელმაც 182 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა.

მეორე პოზიციას 130 მილიონით “თიბისი” იკავებს.

მესამეზეა “კრედო” ბანკია 18 მილიონის მოგებით.

სამი ბანკი კი მოგების ნაცვლად ზარალშია.

1. საქართველოს ბანკი - 182.2 მლნ ლარი;
2. თიბისი ბანკი - 130.1 მლნ ლარი;
3. კრედო ბანკი - 18 მლნ ლარი;
4. ლიბერთი ბანკი - 12.3 მლნ ლარი;
5. ვითიბი ბანკი - 7.9 მლნ ლარი;
6. ხალიკ ბანკი - 7.4 მლნ ლარი;
7. ბაზის ბანკი - 7.2 მლნ ლარი;
8. პროკრედიტ ბანკი - 6.7 მლნ ლარი;
9. ტერა ბანკი - 5.5 მლნ ლარი;
10. ქართუ ბანკი - 3.3 მლნ ლარი;
11. იშ ბანკი - 3.1 მლნ ლარი;
12. ზირაათ ბანკი - 1.3 მლნ ლარი;
13. პეისერა - -0.1 მლნ ლარი (ზარალი);
14. პაშა ბანკი - -0.2 მლნ ლარი (ზარალი);
15. სილქ ბანკი - -0.6 მლნ ლარი (ზარალი).

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way