USD 2.7059
EUR 3.1310
RUB 3.3353
Тбилиси
ამერიკის ფინანსთა მინისტრმა კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს „რუსი პროპაგანდისტი“ უწოდა
дата:  633

ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს „რუსი პროპაგანდისტი“ უწოდა. CBS News-სთან ინტერვიუში ბესენტი დმიტრიევის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ეკონომიკაზე არანაირი წნეხი არ მოქმედებს.

მისი თქმით, სანქციების ეფექტს რუსეთი მალე იგრძნობს, რაც მოსკოვისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

„ვფიქრობ, რუსეთი ამ ეფექტს მალე იგრძნობს. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ შეწყვიტა ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა. ბევრმა ჩინურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამაც შეწყვიტა. რუსეთის ეკონომიკა ომის დროინდელია. ზრდა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ინფლაცია, როგორც ჩანს, 20%-ზე მეტია და ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. რუსეთის საომარი მანქანა ნავთობით ფინანსდება და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი შემოსავლები“, - აცხადებს ბესენტი

экономика
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати