USD 2.7062
EUR 3.1173
RUB 3.4250
Тбилиси
ამერიკული ავიამზიდი ვენესუელას მიუახლოვდა
дата:  

ამერიკული ავიამზიდი კარიბის ზღვაში ვენესუელას მიუახლოვდა. პენტაგონში განაცხადეს, რომ უკვე განახორციელეს დარტყმა ხომალდზე, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. შედეგად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა.

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. პარალელურად, ვაშინგტონი ვენესუელური კარტელის „ლოს სოლეს“, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასაც გეგმავს.

ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან დიალოგს არ გამორიცხავს.

мир
„დიდი შვიდეულის“ და ევროპელმა ლიდერებმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს

დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.

დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.

შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ბრიუსელი მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონთან „კონსტრუქციული და პატიოსანი თანამშრომლობისთვის“. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი, აშშ-სთან კონსულტაციებს მომავალ კვირას შვეიცარიაში იწყებს.

более
голосование
Кстати