USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Тбилиси
აშშ და ევროკავშირი „ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ
дата:  482

სავაჭრო ხელშეკრულება სამართლიანი, დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ ერთობლივი განცხადების“ ტექსტშიანათქვამი.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოხარული არიან განაცხადონ, რომ ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს“, - ნათქვამია ტექსტში.

შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ და ევროკავშირი „ამ ჩარჩო ხელშეკრულებას განიხილავენ, როგორც პირველ ნაბიჯს პროცესში, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაფართოვდეს და დამატებითი სფეროები მოიცვას“.

შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი აპირებს გააუქმოს ტარიფები აშშ-ის ინდუსტრიულ პროდუქტებზე და ბაზარზე წვდომისას პრიორიტეტი მიანიჭოს აშშ-ის ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მრავალ სახეობას.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.

შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი გეგმავს, რომ აშშ-დან სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის შესყიდვები გაზარდოს.

„ეს ვალდებულება ასახავს საერთო სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსატლანტიკური თავდაცვითი ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ევროპელი მოკავშირეები ყველაზე მოწინავე და საიმედო თავდაცვის ტექნოლოგიებით იყვნენ აღჭურვილნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

Тбилиси
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати