USD 2.6930
EUR 3.1492
RUB 3.3035
Тбилиси
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 200-ს გადააჭარბა
дата:  288

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„თალიბანის“ ადმინისტრაციის განცხადებით, მიწისძვრით დაზარალებულ მთიან აღმოსავლეთ რეგიონებში სამძებრო ოპერაციები გრძელდება.

მათივე ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა 2 205-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 3 640 ადამიანი.

კვირას, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველმა მიწისძვრამ, რომელიც ავღანეთში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი იყო, ფართომასშტაბური ზიანი და ნგრევა გამოიწვია ქუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში.

Тбилиси
ჟორდანიას სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოეწყობა დამთავრდა - პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.

„ეს იყო ერთ-ერთი რთული მონაკვეთი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღნიშნული კვანძი სრულად მოწესრიგდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სანაპიროსთან ქვეითად დაკავშირება უკვე შესაძლებელია ზებრა გადასასვლელით. ასევე, დამონტაჟდა ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობს - არეგულირებს გადაადგილებას, ითვლის ნაკადებს და პრიორიტეტს ანიჭებს დატვირთულ მიმართულებას. მიხარია, რომ ტერიტორია ყოველმხრივ მოწესრიგებულია, განათებული, გამწვანებული. ქალაქში გვაქვს კიდევ რამდენიმე ასეთი კვანძი, რომელსაც განახლება სჭირდება და ყველას ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერია იტყობინება, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი LED სანათებით, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 914 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати