ჩეხეთში, ქალაქ ჩრიბსკის მერიაში, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელია. ხელისუფლების ცნობით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
გამომძიებლებმა თავდასხმაში ტერორისტული ან ექსტრემისტული მოტივი უკვე გამორიცხეს, ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება ადმინისტრაციის მომსახურე პერსონალს შორის დაპირისპირებას. გამოძიება გრძელდება.
ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო ბრიუსელში, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის შენობების წინ ევროკავშირისა და ესპანეთის დროშები დაუშვეს. ამით ევროკავშირმა ესპანეთს, სარკინიგზო კატასტროფის გამო, სოლიდარობა გამოუცხადა.
ესპანეთში გლოვაა. ბოლო მონაცემებით, ავარიამ 39 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დრომდე დაუდგენელია კატასტროფის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევა ევროპაში გასული 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ავარიად შეფასდა.