USD 2.7095
EUR 3.1582
RUB 3.4290
Tbilisi
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
Date:  375

რუსეთი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, კითხვაზე, კომპენსაციის გადახდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას ხელს შეუწყობდა თუ არა, პესკოვმა უპასუხა, რომ „ეს ცალკე საკითხია“.

„მიგვაჩნია, რომ ეს ცალკე საკითხია“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

society
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები

ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით.

„ერთადერთი პრინციპი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო დაირღვა, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი.

ჩვენთან ისედაც მწირია საკადრო რესურსი, მათ შორის ინფრასტრუქტურული რესურსი, ასეთ პირობებში ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს ავტონომიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, დარჩება თუ არა ლექტორების ნაწილი სამსახურის გარეშე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.

„საუბარია გადანაწილებაზე. მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია რომ შესაკრებთა გადანაცვლები, ჯამი არ იცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way