USD 2.6893
EUR 3.1701
RUB 3.4971
Tbilisi
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის მოგვარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კარგი ახალი ამბები მოხდეს
Date:  261

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ერთი კვირით შეწყვეტასთან დაკავშირებით მის თხოვნას დასთანხმდა.

ტრამპის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

„ვკითხე, შეეძლო თუ არა მას ერთი კვირით შეეჩერებინა დაბომბვა, არ გაესროლა რაკეტები კიევში ან სხვა ქალაქებში და ის დათანხმდა ამის გაკეთებას. ასე რომ, ეს უკვე რაღაცაა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის მოგვარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კარგი ამბები მოხდეს.

„ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვმუშაობთ. პირველი შემთხვევაა, როცა ამაზე ვსაუბრობ. იცით, ვფიქრობ, შეიძლება კარგი ამბები გვქონდეს,“ - აღნიშნა ტრამპმა.

World
ჩინეთის მზარდი გავლენა და ამერიკული იზოლაციონიზმი

დონალდ ტრამპი აშშ-ს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოჰყავს, მაშინ როცა ჩინეთი აქტიურად აძლიერებს დიპლომატიას და ლიდერობისკენ მიისწრაფვის. საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) გამოკითხვის თანახმად, 21 ქვეყნის რესპონდენტები, მათ შორის ევროკავშირის 10 წევრი სახელმწიფოდან, მომდევნო ათწლეულში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გლობალური გავლენის ზრდას ელიან.

„წარსულში ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ძალაუფლებრივ პოტენციალში სხვაობა გაცილებით თვალშისაცემი იყო, თუმცა ახლა ეს სხვაობა სულ უფრო მცირდება“, — განუცხადა DW-ს ბერლინის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის (MERICS) ექსპერტმა კლაუს სუნმა. მისი თქმით, „შეერთებული შტატები კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ, თუმცა ჩინეთი ძალიან სწრაფად იკრებს ძალას“.

2026 წლის დასაწყისში პეკინმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლისა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში. ამ მაჩვენებლებს შორისაა მშპ-ის 5%-იანი ზრდა და რეკორდული სავაჭრო პროფიციტი 2025 წელს. ეს შედეგები დიდწილად განპირობებულია ჩინური პროდუქციის ექსპორტით აშშ-ის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებზე, განსაკუთრებით კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ამასთან, ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ პეკინის საბოლოო მიზანი აშშ-ის ლიდერობით ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის ჩანაცვლება კი არა, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელისუფლების შენარჩუნებაა. კიდევ ერთი ამოცანაა აშშ-ის გავლენის შემცირება იმ რეგიონებში, რომლებსაც პეკინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანად მიიჩნევს — უპირველეს ყოვლისა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

„პეკინი უკიდურესად კმაყოფილი იქნებოდა, თუ შეძლებდა აზიაში ყველაფრის გაკეთებას ისე, როგორც თავად სურს“, — აცხადებს საბინე მოკრი ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტიდან (IFSH). თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის ჩართულობა რეგიონში კვლავ იმდენად „ფუნდამენტურია“, რომ მისი შეცვლა მარტივი არ არის.

ჩინეთის სტრატეგიის შესახებ ვრცლად — DW-ის მასალაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way