ფრანგული გამოცემა «Le Nouvel Observateur» ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და თეთრი სახლის სტრატეგიას ვრცელ ანალიზს უძღვნის. სტატიის მთავარი სათქმელი მკაფიოა: დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი ბუნება, რომელიც ადრე მის „კოზირად“ მიიჩნეოდა, ახლა გლობალური კატასტროფის მიზეზი ხდება.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის პრეზიდენტს არ გააჩნია ჩამოყალიბებული საბოლოო მიზანი. ერთი მხრივ, ის ცდილობს შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და არ ჩაითრიოს აშშ ხანგრძლივ სახმელეთო ომში, თუმცა, მეორე მხრივ, მისი „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა კონფლიქტს იმ ზღვრამდე მიიყვანს, საიდანაც უკან დახევა შეუძლებელია.
„ყველაზე საშიში ისაა, რომ ტრამპმა თავადაც არ იცის, რა სურს — რეჟიმის შეცვლა, თუ უბრალოდ ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურება,“ — წერს გამოცემა. ეს სტრატეგიული ვაკუუმი მოკავშირეებს გაურკვევლობაში ტოვებს, ხოლო ირანს აძლევს საშუალებას, გამოიყენოს ვაშინგტონის ყოველი ყოყმანი რეგიონში სიტუაციის კიდევ უფრო დასაძაბად.