USD 2.6755
EUR 2.8837
RUB 2.8914
Тбилиси
ემრე ქუჩუქი ანუ იგივე სურენ დანელიანი
дата:  2260

 “ალტ-ინფოს” წევრია ემრე ქუჩუქი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიითა და ძალადობისკენ მოწოდებით გამოირჩევა. 

11 ივლისს ემრე ქუჩუქმა ჟურნალისტებს გვაგინა, გარდაცვლილ ალექსანდრე ლაშქარავას ნარკომანი უწოდა. “თქვე დედამო…ულო ლიბერასტულო არხებო, ექსპერტიზა არ ჩატარდესო რომ კიოდით და 5 ივლისს ცემით მოკლესო, ტრადიციულ და რელიგიულ ხალხზე გადაბრალება რომ გინდოდათ, ზუსტად ამ თქვენი ნაბიჭვრული და მტრული მიდგომის გამოა სადაც დაგინახავთ ხალხი, იქვე სახის ძვალი რომ გეხევათ!” –   წერს ემრე ქუჩუქი თავის ფეისბუქ გვერდზე. 

ემრე ქუჩუქი “ალტ-ინფოს” გადაცემების ერთ-ერთი წამყვანია. სანამ “ალტ-ინფო” სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადავიდოდა, მისი ძირითადი პლატფორმა ფეისბუქის გვერდები იყო. ქუჩუქი მართავდა გვერდს სახელით “ალფა დომინანტი,” რომელიც ყველაზე ხშირად ავრცელებდა ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, სექსისტურ და რასისტულ გზავნილებს.  

ემრე ქუჩუქი არ არის ის სახელი და გვარი, რომელიც მას დაბადებიდან ერქვა. მან სახელი და გვარი 2011 წელს ოფიციალურად შეიცვალა, რაც პრობლემა საერთოდ არაა. სახელისა და გვარის ცვლილება ჩვენი კანონმდებლობითაც დასაშვებია. 

პრობლემაა ის, თუ როგორ იყენებს ქუჩუქი თავის ახალ ვინაობას და რა ლეგენდას ქმნის საკუთარი პიროვნების შესახებ. წლებია ის თავს ლაზად ასაღებს. სინამდვილეში, 1991 წელს თბილისში დაიბადა და მისი თავდაპირველი სახელი და გვარი სურენ დანელიანი იყო. მამამისი ალექსანდრე ავაქიანი იყო. დედა კი ასია დანელიანი. 

ფოტო აღწერს ცესკოს 2011 წლის მონაცემებს

 

ბოლო ორი ფოტო აღწერს ცესკოს ამჟამინდელ მონაცემებს

დედამისმა, ასია დანელიანმაც შეიცვალა გვარი და ახლა ისიც ქუჩუქია. 

საქმე ის კი არაა, რომელ ეთნოსს მიეკუთვნება ქუჩუქი, საქმე ისაა, რომ ის ატყუებს თავის მიმდევრებს და იმ ლეგენდას ქმნის, რომელიც ადამიანებში მეტ ემოციას გამოიწვევს. 

დავურეკეთ ემრე ქუჩუქს, რას გვიპასუხებდა, გვაინტერესებდა. დაგვპირდა, რომ გვიჩივლებს. დაე, გვიჩივლოს. 

წყარო:ifact.ge

спорт
“ნაპოლი” მზადაა, ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს

იტალიური მედიის ცნობით ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული ტოპ კლუბების ინტერესები არ წყდება. “ბარსელონას” შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით “პარის სენ-ჟერმენიც” არის დაინტერესებული, რომელიც თავის მთავარ ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან დასამშვიდობებლად და შემდგომი პერიოდის დაგეგმვისთვის ემზადება.

"პარის სენ-ჟერმენი” მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიასაც განიხილავს, რომლის დამატებაც ძალიან რთული ორი მიზეზის გამო იქნება. პირველი ეს არის ღირებულება, ხოლო მეორე ის, რომ “ნაპოლი” ამ დროისთვის ფეხბურთელის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

"ნაპოლი" ქართველს დაახლოებით 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც პარიზული კლუბის კატარელი მმართველებისთვის ხელმიუწვდომელი თანხა არ უნდა იყოს.

არსებობს ინტერესი “ბარსელონას” მხრიდანაც, რომელიც მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში თავისი ორი ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი და ფერან ტორესი ჩართოს, ვინაიდან კატალონიელებს ეკონომიკურ-ფინანსური სიტუაცია არ აძლევს იმის საშუალებას, ბაზარზე დიდი ფული დახარჯოს.

პრობლემას ის ქმნის, რომ სამხრეთ იტალიური გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვის იდეა და სურვილი არ აქვს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ხელშეკრულებით, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მისი ტრანსფერის გამოსყიდვა კი 120-130 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати