USD 2.7436
EUR 3.0822
RUB 3.4190
Тбилиси
«Detroit Metri Times»: „11 ევროპული ქალაქი, რომელთა ნახვა 2025 წელს ნამდვილად ღირს“ (თბილისური შთაბეჭდილებები)
дата:  247

აშშ-ის რეგიონულ გაზეთ „დეტროიტ მეტრო თაიმსში“ (Detroit Metri Times), რომელიც მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში იბეჭდება, რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „11 ევროპული ქალაქი, რომელთა ნახვა 2025 წელს ნამდვილად ღირს“ (ავტორი - ჯენიფერ კარნევეილი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ჟურნალისტის შთაბეჭდილება ევროპული ქალაქების, მათ შორის თბილისის დათვალიერების შემდეგ.

„ევროპა ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, რაღაც საოცნებოს და ჯადოსნურს წარმოადგენდა. ყველაფერი კი ერთი საკმაოდ ძველი წიგნით დაიწყო, რომელიც ბებიაჩემის წიგნის კარადაში ვიპოვე, რომელშიც აღწერილი იყო ევროპის ქალაქებისა და ქვეყნების ღირსშესანიშნაობები... მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და მე ოცნება შევისრულე, ბევრი ქვეყანა და ქალაქი მოვინახულე“, - წერს ჯენიფერ კარნევეილი და მკითხველს სთავაზობს 11 ქალაქის - მალაგის (ესპანეთში), რეიკიავიკის (ისლანდიაში), მდინას (მალტაზე), თბილისის (საქართველოში), კრაკოვის (პოლონეთში), მატერას (იტალიაში), გოლუეის (ირლანდიაში), დუბროვნიკის (ხორვატეთში), ჩესტერის (დიდ ბრიტანეთში), კოპენჰაგენი (დანიაში) და დრეზდენის (გერმანიაში) - დათვალიერებას.

რაც შეეხება თბილისს, ავტორის შთაბეჭდილება ასეთია:

თბილისმა ყველანაირად გამაკვირვა. ქალაქის არქიტექტურა საოცარი სტილით გამოირჩევა - ბიზანტიურით, ნეოკლასიკურით და საბჭოურით, რომელიც ერთობლიობაში თავისებურ ორგანიზებულ ქაოსს ქმნის და რომელიც მიმზიდველი და ფოტოგენურია.

მაგრამ ყველაზე მეტად თბილისელების სტუმრისადმი დამოკიდებულება მომეწონა, რის გამოც საქართველოს დედაქალაქი შევიყვარე.

მე დავდიოდი გოგირდის წყლებით და თერმული აბაზანებით განთქმულ აბანოთუბანში, სადაც გუმბათისებური სახურავებიდან ორთქლი ამოდის, შემდეგ ვიყავი მთაწმინდის პარკში და თვალს ვადევნები საოცარ დაისს..

რაც შეეხება ეროვნულ სამზარეულოს, ეს იყო ნამდვილი დღესასწაული: ხაჭაპური, ბადრიჯანი, ქარვისფერი ქართული ღვინო, რომელიც თავისუფლად ისხმებოდა და ამაყად ისმებოდა.

ვნახე გრანდიოზული ძეგლი „საქართველოს მატიანე“, რომელიც ტურისტებს ზოგჯერ მხედველობიდან ეპარებათ. ქანდაკებების კომპლექსის მასშტაბი და ისტორია  ისეთია, რომ მათ შემხედვარეს მეტყველების უნარი წამერთვა...

გავისეირნე მდინარე მტკვარზე გადებულ ულტრათანამედროვე მშვიდობის ხიდზე და თვალს ვადევნებდი ადგილობრივი მოსახლეობას, თბილისელების ქცევას... ისინი მდინარის ორივე ნაპირზე დიდებულად ცეკვავდნენ და მღეროდნენ.

ქალაქის შემოქმედებითი ენერგია ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა: ჯაზის ბარების სარდაფებში, თანამედროვე ხელოვნების გალერეებში და ქუჩის პოეტურ შეკრებებში. ერთხელ კიდევ გზაც დამებნა, როგორღაც წიგნის კაფეში შევედი და დავუმეგობრდი მის მფლობელს, რომელმაც საქართველოს უძველეს ლიტერატურულ ტრადიციები გამაცნო.

თბილისი ნამდვილად მადლმოფენილ, შთაგონებულ და აღმასვლის გზაზე მდგარ ქალაქს წარმოადგენს, სადაც პატივს სცემენ წარსულს, ხარობენ აწმყოთი და იმედიანად უყურებენ მომავალს“.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება
ჭოპორტის N7-თან სპორტული მოედანი რეაბილიტირდა.
 
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება.
 
ამჯერად სპორტული მოედანი განახლდა სანზონის დასახლებაში, ჭოპორტის ქუჩის N7-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც 350 კვ.მ ფართობზე ხელოვნური საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ტრიბუნა, მოედანი სპეციალური ბადით გადაიხურა, განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურაც.
 
აღნიშნული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати