USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ევროკავშირი ბავშვებისთვის, სავარაუდოდ, სოციალურ პლატფორმებზე წვდომას შეზღუდავს
თარიღი:  308

ბავშვებისა და ახალგაზრდების დასაცავად ევროკავშირი სოციალური მედიის ბიზნეს-მოდელების დასარეგულირებლად მუშაობს, - ამის შესახებ სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური მედიის ზემოქმედებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მიყენებული უამრავი ზიანი შემთხვევითობა არ არის.

"ეს არის იმ ბიზნეს-მოდელების შედეგი, რომლებიც ჩვენი ბავშვების ყურადღებას სავაჭრო საქონლად განიხილავენ", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა კოპენჰაგენში სიტყვით გამოსვლისას.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი კონკრეტულად TikTok-ს, X-სა და Meta Platforms-ის Instagram-სა და Facebook-ს იღებს მიზანში.

"ჩვენ ვიღებთ ზომებს TikTok-ისა და მისი მიჩვევის გამომწვევი (addictive) დიზაინის - უსასრულო სქროლვის (endless scrolling), ავტომატური დაწყებისა(autoplay) და push შეტყობინებების წინააღმდეგ. იგივე ეხება Meta-ს, რადგან მიგვაჩნია, რომ Instagram-ი და Facebook-ი ვერ უზრუნველყოფენ მათ მიერვე დაწესებული 13-წლიანი მინიმალური ასაკის წესის აღსრულებას", - თქვა მან.

კომისიამ ასევე დაიწყო წარმოება X-ის წინააღმდეგ, რადგან მისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი Grok ქალებისა და ბავშვების სექსუალური ხასიათის სურათების შესაქმნელად გამოიყენება.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს კომისია ყურადღებას "მიჩვევის გამომწვევ და მავნე დიზაინის პრაქტიკებზე" გაამახვილებს, როგორებიცაა "ყურადღების მიპყრობა, რთული კონტრაქტები და გამოწერის მახეები".

ფონ დერ ლაიენმა ასევე მხარი დაუჭირა მკაცრ წესებს, რომლებიც კონკრეტულ ასაკზე უმცროსი მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას კრძალავს.

"კითხვა ის კი არ არის, უნდა ჰქონდეთ თუ არა ახალგაზრდებს წვდომა სოციალურ მედიაზე, არამედ ის, უნდა ჰქონდეს თუ არა სოციალურ მედიას წვდომა ახალგაზრდებზე", - განაცხადა მან.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის