USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
„ღვთის წინაშე დრო ერთიანია“ - მკვდრეთით აღდგომა ისლამსა და ქრისტიანობაში
Date:  3296

მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომის იდეა ერთ-ერთი ბაზისური თემაა როგორც ქრისტიანობაში, ასევე ისლამშიც. ქრისტიანობასა და ისლამს შორის არსებულ პარალელებზე რადიო თავისუფლება აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: 70-წლიანი კომუნისტური წყობის გამო ხალხს ძალიან ბევრი რიტუალის მნიშვნელობა აღარ ახსოვს, მაგრამ ქრისტიანულ ტრადიციაში აღდგომას საფლავებზე გასვლა მიცვალებულთა მომავალი აღდგომის სიმბოლოა. ამით ჭირისუფალი თავის მიცვალებულს თითქოს ახსენებს, რომ სიკვდილი დროებითია, შენც აღდგები, ისევე როგორც ქრისტე აღდგა.

გიორგი ლობჟანიძე: ზოგადად რელიგია ადამიანის მკვდრეთით აღდგომის იდეას უკავშირდება. ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს, რომ ეს სიცოცხლე ცირკულირებს და ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ისევ შემოვიდეს ამ ქვეყანაში, მკვდრეთით აღდგეს. ეს იდეა თავდაპირველად ძველ რელიგიებში იყო და შემდეგ აბრაამულ რელიგიებშიც (ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი) დამკვიდრდა.

ქრისტიანობაში, ისევე როგორ ისლამში, მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომა უკავშირდება მეორედ მოსვლის დღეს, როდესაც აღდგება ყველა მიცვალებული, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია და მათ იესო განსჯის. თუკი ქრისტიანობაში არის ანტიქრისტეს ცნება, ისლამში მეორედ მოსვლას წინ უსწრებს დაჯალის გამოჩენა. დაჯალი არის ბოროტების განსხეულება, რომელიც თავს უმაღლეს სიკეთედ გაასაღებს. ტრადიციულ ისლამში დაჯალს შეებრძოლება იესო, შიიტურ ისლამში იესოსთან ერთად მას ებრძვის მაჰდი, გაუჩინარებული იმამი.

რადიო თავისუფლება: ანუ ისლამშიც იესო კიდევ ერთხელ მოდის დედამიწაზე?

გიორგი ლობჟანიძე: ისლამში არსებობს რწმენა, რომ ამ დროს იესო ხორცშესხმული მოვა დედამიწაზე.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება მაჰდის, ის ძალიან ჰგავს ელიას, წინასწარმეტყველს, რომელიც ქრისტიანული ტრადიციით, ასევე მეორედ მოსვლის წინ უნდა გამოჩნდეს.

გიორგი ლობჟანიძე: კი, მკვლევრები ხშირად აიგივებენ მაჰდის ელია წინასწარმეტყველთან.

რადიო თავისუფლება: რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვათ, როგორ ხედავს ისლამი იესო ქრისტეს და მარიამს, ერთიც და მეორეც „ყურანში“ ცენტრალური ფიგურებია.

გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე

გიორგი ლობჟანიძე: ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ისლამში იესო არის არა ღმერთი, არამედ ღვთის მოციქული. სხვათა შორის, ეს „ყურანის“ ორიგინალური იდეა არ ყოფილა. პირველ საუკუნეებში ასე აღიქვამდნენ ქრისტეს ე.წ. აღმოსავლური მწვალებლური სექტები. რაც მთავარია, „ყურანში“ არც ერთი ქალი, გარდა მარიამისა, სახელით არ იხსენიება. ისლამში ასევე შენარჩუნებულია უმანკო ჩასახვის იდეა, იესო ისახება, როგორც ლოგოსი, ღვთის სიტყვა. თუმცა ისლამი არ აღიარებს ჯვარცმას. მუსლიმური გადმოცემის თანახმად, იესო ალაჰმა ცოცხლად აიყვანა ზეცად და ის დღემდე ცოცხალია.

რადიო თავისუფლება: მიცვალებულთა აღდგომის თემას რომ დავუბრუნდეთ, კიდევ ერთი პარალელი, ალბათ, ისიც არის, რომ როგორც ქრისტიანობაში, ასევე ისლამშიც არავინ იცის, როდის დადგება ეს დრო.

გიორგი ლობჟანიძე: ქრისტიანობაში მხოლოდ „მამამ იცის საათი“, ისლამშიც - მხოლოდ ალაჰმა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ნიშნავს რელიგიური დრო და რას - მიწიერი დრო. ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე - ეს ხომ სიმბოლოა! ათასი წელი ათასი წელი არ არის და არც ერთ დღეა, ერთი დღე, ამიტომ რამე მათემატიკური სიმბოლოებით ამის გამოანგარიშება სრულიად შეუძლებელია.

რადიო თავისუფლება: რელიგიურ დროში ძირითადად გულისხმობენ დროს, რომელიც საკუთარ თავში მარადისობას მოიცავს, წამში გაჩერებულ დროს, არა ისეთს, რომელიც ჩვენ ახლა ვიცით.

გიორგი ლობჟანიძე: რა თქმა უნდა, ეს არის უჟამო ჟამი, რომელიც ქრისტეს ეპითეტია. იგივე დღესასწაული რა არის? ერთ დღეში მოქცეული მარადისობა.

რადიო თავისუფლება: თუმცა არის გარკვეული ნიშნები. ქრისტიანობაც და ისლამიც ორივე საუბრობს იმაზე, რომ ამ დროს ადამიანებს ექნებათ ღვთისგან მიტოვებულობის განცდა.

გიორგი ლობჟანიძე: კი, ეს არის ორივე რელიგიაში და ორივე რელიგიაში ჯოჯოხეთი მოიაზრება, როგორც ღვთისგან დაშორება. ადამიანი შორდება ღმერთს, რომელიც სიყვარულია და ეს მას ამძიმებს.

რადიო თავისუფლება: ძალიან საინტერესოა ეფესელი ყმების ისტორიაც, რომლებიც ისლამურ ტრადიციაში ისლამისთვის წამებულებად განიხილებიან, ხოლო ქრისტიანულ ტრადიციაში - ქრისტესათვის. სარწმუნოების გამო დევნილი ყმები თავს შეაფარებენ გამოქვაბულს. ისინი იძინებენ და იღვიძებენ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ.

გიორგი ლობჟანიძე: და ძაღლი იცავდა მათ, რომელიც, როგორც „ყურანში“ წერია, თათებგაწვდილი იწვა გამოქვაბულის შესასვლელში.

რადიო თავისუფლება: თან ისლამს ძაღლი მაინცდამაინც არ უყვარს.

გიორგი ლობჟანიძე: ზოგადად მუსლიმურ კულტურას წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს ძაღლის მიმართ. მაგრამ ეს ძაღლი დიდების შარავანდედითაა შემოსილი. ცხოველის სიყვარულზე საუბრისას კომენტატორები ამბობენ კიდეც, ძაღლი რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, „ყურანში“ არ ახსენებდნენო.

რადიო თავისუფლება: მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დაძინებიდან გაღვიძებამდე გადის ასეულობით წელი, - ანუ ამ გადმოცემაში მოცემულია იმ შეკუმშული დროის მაგალითი, რომელზეც ვლაპარაკობდით.

გიორგი ლობჟანიძე: კი, ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთის წინაშე დრო ერთიანია, ის წარსულად, აწმყოდ და მომავლად არ ნაწილდება, და ამიტომაც არის ღვთის წინაშე ყველა ადამიანი ცოცხალი.

თეა თოფურია

წყარო:რადიო თავისუფლება

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way