გლდანის რაიონის გამგეობა გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს
Date:
118
გლდანის რაიონის გამგეობა გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, სამუშაოები დაიწყო გელა ბელქანიას ქუჩის მონაკვეთზე. კერძოდ, მაისურაძის ქუჩიდან VIII მიკრორაიონის N32 კორპუსამდე, 1300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი მოწესრიგდება, რისთვისაც, დაახლოებით, 120 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.