დონალდ ტრამპის რეიტინგი ეცემა. ერთობლივი გამოკითხვა კომპანია Yougov-მა და ჟურნალმა The Economist ჩაატარეს.
გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 55% ტრამპის მუშაობით უკმაყოფილოა. ყველაზე ნეგატიურად მოქმედი პრეზიდენტის მიმართ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არიან განწყობილნი. ყველაზე მეტი მხარდამჭერი კი ტრამპს 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ჰყავს.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.