USD 2.6970
EUR 3.1153
RUB 3.4211
Tbilisi
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს
Date:  84

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

World
დონალდ ტრამპი - დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ბევრი დადებითი ქმედება იქნება, ირანს შეუძლია რეკონსტრუქცია დაიწყოს

დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს - მათ უკვე ეყოთ! ყველასთვისაც ასეა! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

მისი მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მოწესრიგებას.

„ბევრი დადებითი ქმედება იქნება! დიდი ფულის გამომუშავება მოხდება. ირანს შეუძლია რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყოს. ჩვენ ყველანაირი მარაგით შევავსებთ და უბრალოდ „შორიახლოს ვიქნებით“ რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ისევე, როგორც ეს აშშ-ში ხდება, ეს შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა!!!“- წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way