USD 2.7052
EUR 3.1204
RUB 3.4218
Тбилиси
ჯაკარტა მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი გახდა
дата:  21

ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა მოსახლეობის რაოდენობით პლანეტაზე ყველა დიდი ქალაქის ტიტულს იკავებს. ცნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოხსენებას ეყრდნობა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობად 42 მილიონ ადამიანს ასახელებს.

აღნიშნულ წოდება აქამდე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ეკუთვნოდა. გაეროს მსოფლიო ურბანიზაციის კვლევის თანახმად, ტოკიოს მოსახლეობა ამჟამად 33 მილიონია, რაც მას მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი ქალაქის პოზიციაზე აქვეითებს. გაეროში ვარაუდობენ, რომ ტოკიო მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტ პოზიციას დაკარგავს. ანგარიშის მიხედვით, მეორე ადგილს ბანგლადეშის დედაქალაქი დაკა იკავებს. ცნობისათვის, იგი ყველაზე მზარდი ქალაქია დედამიწაზე, რომლის მოსახლეობაც უკვე 40 მილიონს აღწევს. სავარაუდოა, რომ იგი არსებული ტემპით ჯაკარტას გადაასწრებს. გაეროს პროგნოზით, დაკა 2050 წლისათვის უკონკურენტოდ ყველაზე დიდი ქალაქი იქნება.

აღნიშნულ კვლევაში აზიის კონტინენტი სრულიად დომინირებს. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ათი მეგაქალაქიდან ცხრა სწორედ აქ მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ მეგაქალაქი ეწოდება ისეთ ურბანულ სივრცეს, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონს აჭარბებს.

ჯაკარტას და დაკას სწრაფი ურბანიზაცია დიდწილად მასობრივ იმიგრაციაზე არის დამოკიდებული.

მასობრივი ურბანიზაცია, ეკოლოგიური დაბინძურება, სატრანსპორტო კოლაფსი და ინფრასტრუქტურული წნეხი ის გამოწვევებია, რომელთან გამკლავებაც აღნიშნულ სახელმწიფოებს უწევთ. ამ მიზნით, ინდონეზიას საკუთარი დედაქალაქის გადატანა 2028 წლამდე ქალაქ ნუსანტარაში აქვს განზრახული.

голосование
Кстати