USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
კახა კალაძე - თბილისი ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე იქნება რეკრეაციული სივრცეებისა და მწვანე ზონების არსებობით
თარიღი:  1171

კახა კალაძის შეფასებით, თბილისში გარემოს დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, თუმცა სასურველი მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ამ თემაზე დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩაყრილია საძირკველი იმისთვის, რომ მომდევნო წლებში თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს, სადაც ეკოლოგიური მდგომარეობა მოწესრიგებული იქნება.

„იცით, რომ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცე იქნება დედაქალაქში ამ ეტაპზე, სადაც ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი შესაბამისი ზონა, იმისთვის რომ მათ დაისვენონ, განიტვირთონ, გაერთონ, ივარჯიშონ და ა.შ. პროექტი მართლაც შთამბეჭდავია. მას ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელსაც საჩუქრად გადასცემს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს აღებული, უნდა გაგრძელდეს, უნდა შენარჩუნდეს და უფრო მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. უფრო მეტი რეკრეაციული ადგილი უნდა გავაჩინოთ, დედაქალაქს ამის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, მომდევნო წლები იქნება ძალიან საინტერესო და პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული მოსახლეობისთვის, რომ თბილისი იქნება ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე რეკრეაციული სივრცეებისა და ზოგადად, მწვანე ზონების არსებობით, აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კალაძემ

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის