ევროპულმა კომპანიებმა კვლევა ჩაატარეს და მიწისზედა მეტროს პროექტი, დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა - როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, მერიას რომ დაეწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, „მაშინვე წამოვიდოდა კრიტიკა და კითხვები თუ, რატომ გადავდგით ნაბიჯი და რატომ ვხარჯავთ ამდენ თანხას, მაშინ როდესაც არის სხვა პრიორიტეტები და აუცილებლობები“.
„მიწისზედა მეტროსთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა. ჩვენ დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, რომლებმაც კვლევა დადეს და პროექტი დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა. როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა. იმიტომ, რომ არსებობს პრიორიტეტები, არსებობს დათვლა, რამდენი ადამიანი იმგზავრებდა ამ ხაზით, რამდენი ადამიანი იმგზავრებს იმ შემთხვევაში, როდესაც დაგრძელდება „ვარკეთილის“ ხაზი, მეტრო „ახმეტელის“ ხაზი და ა.შ. ჩვენ რომ გადაგვედგა ნაბიჯი ეს საზოგადოებისთვის ხომ ცნობილი იქნებოდა, რა თანხები იხარჯებოდა აღნიშნულ პროექტზე. ცნობილი იქნებოდა, აღნიშნული მეტროს ხაზი, რამდენ ადამიანს მოემსახურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინვე წამოვიდოდა კრიტიკა და კითხვები თუ, რატომ გადავდგით ნაბიჯი და რატომ ვხარჯავთ ამდენ თანხას, მაშინ როდესაც არის სხვა პრიორიტეტები და აუცილებლობები“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ვაკის პარკს, დედაქალაქის მერის თქმით, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილია ე.წ. კასკადის პროექტი, რომელსაც უცხოური კომპანია შეასრულებს.
„ვაკის პარკი ერთ-ერთი მსხვილი რეკრეაციული სივრცეა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია ე.წ. კასკადი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოიძებნა კომპანიები, ვინც აღნიშნულ პროექტს განახორციელებდა და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებდა. ჩემი მოადგილე ანდრია ბასილაია აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და უცხოელების ჩართულობით, წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება. ამით ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა შეკითხვას ყოფილი იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობისა და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებაც.
„იპოდრომის პარკის მოწყობის პროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და ამისთვის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მინდა მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. წინა ხელისუფლების პირობებში, იპოდრომი გასხვისებული იყო და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორია გამოისყიდა და მიმდინარეობს პარკის მოწყობა. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.
თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge