ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დღეს კიევში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას გამართავენ.
კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ.