ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.
„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.
Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.
„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.