ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, Iran International-ის რედაქციამ, რამდენიმე ეტაპად და პროფესიული სტანდარტების დაცვით, ყურადღებით განიხილა უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაახლოებული წყაროდან მიღებული ინფორმაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წყარო, მაშჰედის, კერმანშაჰის და ისპაჰანის ქალაქებში რევოლუციური გვარდიის რამდენიმე წყაროდან მიღებული ინფორმაცია, თვითმხილველებისა და დაღუპულთა ოჯახების ჩვენებები, საველე ანგარიშები, სამედიცინო ცენტრებთან დაკავშირებული მონაცემები და სხვადასხვა ქალაქის ექიმებისა და ექთნების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ამ გამოძიებით დაასკვნა, რომ თანამედროვე ირანის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტის დროს, სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა, მათი ძირითადი ნაწილი 8 და 9 იანვარს.
Iran International-ის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეს მოქალაქეები ძირითადად IRGC-სა და ბასიჯის ძალებმა მოკლეს.
გამოცემის ცნობით, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოსა და პრეზიდენტის ოფისისგან მიღებული ინფორმაციით, "ეს ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა ალი ხამენეის პირადი ბრძანებით, მთავრობის სამი შტოს ხელმძღვანელების მკაფიო შეტყობინებითა და თანხმობით, ასევე ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მიერ პირდაპირი დახვრეტის ბრძანების გამოცემით".
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანთან ბიზნესურთიერთობას აწარმოებს, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იან ტარიფს გადაიხდის. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება „საბოლოო და შეუცვლელია“, ხოლო ტარიფები უკვე ამოქმედდა.
ტრამპმა განცხადება სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გაავრცელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს შეეხება ახალი ტარიფები ან რას გულისხმობს „ირანთან ბიზნესის წარმოება“. მისივე თქმით, ზომა უკავშირდება ირანში შექმნილ ვითარებას, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს.
bm.ge გთავაზობთ საქართველოსა და ირანის ვაჭრობის 11 თვის მონაცემებს.
2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა $262.7 მილიონია. წლიურ ჭრილში ამ სახელმწიფოსთან ექსპორტ-იმპორტი 11.6%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ირანის სავაჭრო სალდო უარყოფითია და ვაჭრობაში დიდ ძირითად ნაწილს იმპორტი იკავებს, ანუ საქართველო იმაზე მეტ საქონელს ყიდულობს ირანში, ვიდრე ყიდის.
2025 წლის 11 თვეში ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის 2024 წლის ანალოგიური პერიოდის ანალოგიური იყო და $32.8 მილიონს შეადგენდა. ირანში გადაზიდული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
რაც შეეხება იმპორტს, იმპორტი გასული წლის 11 თვეში 13.1%-ით $229.8 მლნ-მდე შემცირდა. ირანიდან შეძენილი საქონლის რეიტინგი ასეთია:
ირანთან სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია და $322 მლნ შეადგინა, რაც წლის ჭრილში 18.8%-იან ზრდას წარმოადგენდა. ირანთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $36.9 მლნ იყო, ხოლო იმპორტი $285.1 მლნ.
წყარო:https://bm.ge/