USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
რას გპირდებათ 12 სექტემბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  4369

ვერძი

კარგი იქნება თუ გადახედავთ ბოლოდროინდელ საქმეებს, გულდასმით გააანალიზებთ და შეიმუშავებთ ახალ სამოქმედო გეგმას უახლესი პერიოდისთვის.

კურო

შესაძლოა ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ სურვილი გაგიჩინოთ ჩაეძიოთ ვიღაცის საიდუმლოს, რომელსაც გამალებით მალავენ ირგვლივმყოფები. იყავით წინდახედული და კარგად დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით.

ტყუპები

კარგი იქნება გაერკვეთ საკუთარ ბიუჯეტში, დაიანგარიშეთ ხარჯები, შეადგინეთ ახალი ბიზნეს-გეგმა. თუ დარწმუნდებით თქვენი ნაბიჯების ეფექტურობაში , გასწიეთ წინ!

კირჩხიბი

დღეს თქვენ არა მხოლოდ კოლეგებს, არამედ საკუთარ თავსაც კი გააოცებთ საკუთარი მიგნებებით. თითქოს უნივერსალურ გასაღებს შექმნით, რომელიც ნებისმიერ პრობლემის კარს მოერგება.

ლომი

მოამზადეთ საჭირო მასალები და არგუმენტები, მოიფიქრეთ ახალი პროექტი მომავალი წარმატებებისთვის, დიდი ალბათობით სულ მალე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ყველას გააოცებთ.

ქალწული

იფიქრეთ პოზიტიურად, დაარწმუნეთ თქვენი თავი, რომ შეუპოვრობითა და სწორი აზროვნებით ყველაფერს მიაღწევთ. გახსოვდეთ რომ არა მხოლოდ პოზიტიური აზრები ხდება სამყაროში...

სასწორი

შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. სპონტანური ქმედებები შესაძლოა ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების, ახალი იდეების წყაროც გახდეს.

მორიელი

დღეს თითქოს გიჭირთ კონცენტრაცია ერთ საქმეზე, შესაძლოა საქმიანობასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა წარმოიშვას და ამ ყველაფერზე თვალის მიდევნებაც კი გაგიჭირდეთ. მოულოდნელობები დიდ თავსატეხს გაგიჩენთ.

მშვილდოსანი

თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ თუ არ მიაქცევთ ყურაღებას სხვების აზრებსა და ინტერესებს. თქვენი საბრძოლო განწყობითა და საქმიანი კავშირებით გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებთ.

თხის რქა

ემოციების შემოტევებს, რომელიც ირგვლივმყოფთა მძაფრი გამონათქვამებითაა გამოწვეული იუმორით იოლად დაძლევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ზიანს მიაყენებთ საკუთარ თავს.

მერწყული

შესაძლოა დღეს მთლიანად ჩაიძიროთ თქვენს მიკროსამყაროში, რამაც დიდი პლიუსიც შეიძლება მოგიტანოთ, რადგან ფსკერამდე ჩაუღრმავდებით თითოეულ საკითხს, რაც კარგად აისახება სამომავლოდ თქვენს საქმიანობასა და ურთიერთობებზე.

თევზები

თქვენი იდეები და არასტანდარტული მიდგომები სათანადოდ შეფასდება და შანსი გექნებათ გაიმყაროთ პოზიციები და წინ წაიწიოთ კარიერულ გზაზე. 

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way