USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Tbilisi
რას გვპირდებიან ვარსკვლავები 10 სექტემბერს
Date:  2979

ვერძი

10 სექტემბერი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს გაიზრდება ორგანიზაციული უნარები,  ხიბლი და სექსუალობა. შესაძლებელი გახდება გეგმებისა და იდეების განხორციელება. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა დღეს ძალიან ნაყოფიერი იქნება. თვალყური ადევნეთ თქვენი და ახლობლების ჯანმრთელობას.

კურო

 

ამ დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. ყველაზე ძლიერი და ამბიციური სურვილების განხორციელება გელით. კარგი პერიოდია კომერციული კავშირების, პირადი ურთიერთობების გასავითარებლად. უნდა ელოდოთ ბიზნეს წინადადებებს. თქვენ მიაღწევთ ფინანსურ წარმატებას პარტნიორების ან გავლენიანი მფარველების დახმარებით. შესანიშნავი დროა საპირისპირო სქესთან კომუნიკაციისთვის. ჰარმონიული ურთიერთობის ალბათობა ძალიან მაღალია.

ტყუპები

დღეს თქვენი ბიზნეს საქმიანობა შედეგს მოიტანს, თუმცა ეს მცირე გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე.  პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს თანამდებობაზე და ავტორიტეტზე.

კირჩხიბი

ახალი იდეების წყალობით, ახალი მოკავშირეების გაჩენის ალბათობა იზრდება. ბიზნეს შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. ვარსკვლავები თქვენგან მოითხოვენ მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და ორგანიზებას. საუკეთესო დღეა  ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. 

ლომი

ყოველდღიურ საკითხებში გადაჭარბებულმა გულუბრყვილობამ შეიძლება სამსახურში შეცდომებამდე მიგიყვანოთ, ან მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები შექმნას. ვარსკვლავები გვირჩევენ ფრთხილად იყოთ პარტნიორებთან და არ ენდოთ უცხო ადამიანების აზრს. წარმატების გასაღები არის საიმედო პარტნიორებთან ურთიერთობა და სარისკო საქმიანობებზე უარის თქმა.

ქალწული

ხელსაყრელი დღე ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად, პარტნიორებთან შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. ეს განსაკუთრებით ქალწულ ბიზნესმენებს ეხება. ნებისმიერი წამოწყება მოგვიანებით კარგ შედეგს მოიტანს. ასევე ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში სიახლეებისათვის. გახსოვდეთ, თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებზე კარგად უნდა დაფიქრდეთ.

სასწორი

 ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ იპოვოთ ახალი მოკავშირეები ან მფარველები, რომელთა დახმარება დადებითად იმოქმედებს თქვენს საქმეებზე. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად. არ არის გამორიცხული კარიერული კიბის მაღალ საფეხურზე ასვლა. ეცადეთ, ამ დღეს ალკოჰოლს მოერიდოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა პოზიტიური  ცვლილებებისთვის. თქვენი კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ მაღალი მიზნების მიღწევაში. ამასთან, ნუ დაისახავთ გლობალურ მიზნებს: რთული საქმეების გადაწყვეტა  ერთ დღეში შეუძლებელია. 

მშვილდოსანი

დღე შეიძლება მძიმე იყოს. ბიზნეს სექტორში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის ეს დღე კიდევ უფრო მძიმედ ჩაივლის. თუმცა, ეცადეთ პოზიტივი შეინარჩუნოთ. საუკეთესო დღეა რათა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობებს დაუფიქრდეთ და მათზე წყენა გადახარშოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები  დიდი ხნის სურვილის ან გეგმის განხორციელებას გპირდებიან. არ არის გამორიცხული გავლენიანი ნაცნობების გაჩენა, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ და თქვენს მიზნებს ხორცს შეასხამენ. თუმცა, წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება გელით. დღე ხელსაყრელია კომუნიკაციისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და  ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.

მერწყული

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. მსხვილი შენაძენები ან კომერციული გარიგებები მომგებიანი იქნება.

თევზები

თევზებს საინტერესო შეხვედრები ელით, განსაკუთრებით ქალებს. თევზები მამაკაცები უნდა იყვნენ მომთმენი და ტაქტიანი. შესაძლებელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვა. ყველაფერი თქვენს დიპლომატიურ უნარებზეა დამოკიდებული.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way