USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
როგორ ეხმარებოდა ამერიკა რუსეთს, 1895 წლიდან 1998 წლამდე
дата:  1690

ეს აივაზოვსკის ნახატია, ჰქვია სურსათით დახმარება.

1895 წელს რუსეთში არნახული შიმშილი დაიწყო , ხალხი შიმშილისგან ქუჩაში იხოცებოდნენ, მაშინ აშშ-მ რუსეთის იმპერიას ხელი გაუწოდა და უსასყიდლოდ სურსათი გაუგზავნა.

იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო , რომ აივაზოვსკიმ ფერწერული ტილო შექმნა.

სულ რაღაც 25 წელიწადში რუსეთში ისევ შიმშილი დაიწყო, და აქაც არ დააყოვნა აშშ-მ.

ამერიკულმა.კომპანიამ ,,A.R.A"-მ
28 ათას სოფელსა და ქალაქში საკვები დაარიგა, 11 მილიონი ადამიანი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა, გაარემონტეს 80 ათასი საავადმყოფო , სადაც 100 მილონამდე ადამიანი მკურნალობდა.

10 მილიონამდე ადამიანი აცრეს სხვადასხვა მწვავე ინფექციებზე.

ასევე არ დაივიწყეს განათლება, და 12 ტონა სამეცნიერო ლიტერატურა მიაწოდეს.

ამ ყველაფერს ხემძღვანელობდა გერბერტ გუვერი ამერიკის მომავალი 31 პრეზიდენტი.

ამით არ დამთავრებულა ამერიკელების დახმარება, 30 იან წლებში რამდენიმე ათეული ათასი საწარმო, ფაბრიკა ქარხანა აუშენეს სსრკ-ს. ასევე მიავლინეს ათასობით პედაგოგი, როგორც სკოლის ასევე ტექნიკუმების და უმაღლესი სასწავლებლების.

1941 წელს გერმანია თავს დაესხა ასსრკს.

როდესაც მათ მოსკოვამდე მიაღწიეს წითელ არმიას მხოლოდ 800 ტანკიღა ყავდათ. (ცნობისთვის 1940-45 წლებში 35 000 T-34 გამოუშვეს)
რომელიც თავდაცისთვის არ იყო საკმარისი.

აქ სულზე მოუსწრო ამერიკულმა ლენდლიზმა.

მთელი მეორე მსოფლიო ომის განმალობაში ამარაგებდა აშშ სსრკ-ს.
ბრიტანეთმა და აშშ-მ სსრკს მაიწოდა ასეულ ათასობით სატვორთო, ათეულ ათასობით ტანკი და თვითფრინავი, მილიონობით ტონა საკვები, ჩასაცმელი, სხვადასვა ნედლეული მათშორის ალუმინი, საწვავი და ა.შ სია ძალიან დიდია.

1945 წლიდან გავიდა 52 წელი და უკვე რუსეთის ფედერაციაში დაიწყო გაგიკვირდებათ და შიმშილი, გაგიკვირდებათ და აქაც მაშველად აშშ მოევლინა.

1998 წელს სრული დეფოლტია რუსეთAი ბიუჯეტი ნულზე. ამერიკამ უკრაინა კაზახეთთან ერთად თუ სწორედ მახსოვს 3.5 მილიონი ტონა ხორბალი მისცა.

ქათმის ხორხს და სხვა სურსათ სანოვაგეს რუსულ ქალაქებში აშშ-ს სამხედრო სატვირთო ავიაცია არიგებდა.

წყარო - Diverse Georgia

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати