USD 2.7005
EUR 3.1461
RUB 3.5494
Tbilisi
რუსეთი მზადაა, მილიონობით ინდოელი შრომითი მიგრანტი მიიღოს
Date:  162
რუსეთი მზადაა, მილიონობით ინდოელი შრომითი მიგრანტი [რეალურად იმისათვის, რათა ჩაანაცვლოს ის ცოცხალი ძალა, რომელიც რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს უკრაინაში განადგურდა] მიიღოს ინდოეთიდან” — განაცხადა რუსეთ-ინდოეთის სამიტის შემდეგ ნიუ-დელიში პირველმა ვიცე-პრემიერმა, დენის მანტუროვმა.
 მისი თქმით, ქვეყანა მზადაა მიიღოს შეუზღუდავი რაოდენობის ინდოელი და აღნიშნა, რომ მხოლოდ საწარმოო სექტორს არსებული რაოდენობის გარდა, მინიმუმ 800,000 დამატებითი მუშა ესაჭიროება. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მოთხოვნაა სხვა სექტორებშიც, მათ შორის ვაჭრობისთვის დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანიო საჭირო, ასევე დიდი მოთხოვნებია მომსახურების სფეროსა და მშენებლობაშიც.
tbilisi
სამგორის რაიონის გამგეობამ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
სამგორის რაიონის გამგეობამ 2025 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
შესრულებული სამუშაოს ანგარიში რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ წარადგინა. მან სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა 124 140 კვ.მ ფართობზე. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც გზა ათწლეულების განმავლობაში არ განახლებულა.
11 მისამართზე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, გრუნტის დამჭერი კედელი კი, 6 მისამართზე აშენდა.
 რეკრეაციული სივრცეების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს რაიონს 51 სკვერი და მცირე ზომის მოსასვენებელი ზონა შეემატა, მოეწყო და რეაბილიტირდა 15 სპორტული მოედანი, მათ შორის 8 სრულიად ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა. ერთ-ერთია რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული სტადიონი აფრიკის დასახლებაში, რომელიც ამ ტიპის პირველი სტადიონია სამგორის რაიონში.
გარდა ამისა, დიდ ლილოში 9 104 კვ.მ ფართობზე ეწყობა სპორტული კომპლექსი, სადაც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი და პადელის კორტი იფუნქციონირებს. ამასთანავე, 26 მისამართზე მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცე და დამონტაჟდა ატრაქციონები.
დელეგირებული უფლებამოსილებით, 12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 743 638 ლარი დაიხარჯა.
 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ფარგლებში, 2025 წელს 214 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 66 მისამართზე შეიცვალა; 35 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და 12 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
 სოციალური მიმართულებით დაკმაყოფილდა: მიზნობრივი ფულადი დახმარების 6 429 განცხადება; მედიკამენტებისა და მკურნალობის დაფინანსების - 6 801 განცხადება; 7 530 მოქალაქემ ისარგებლა უფასო სასადილოს პროგრამით; 600 ოჯახმა ისარგებლა ბინის ქირის პროგრამით; ასევე, ბინის ქირის პროგრამით ისარგებლა 106 ოჯახმა, რომელიც ჩანაცვლების პროგრამაშია ჩართული.
 მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 12 ღონისძიება ჩაატარა.
ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 56 700 000 ლარი დაიხარჯა.
 გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი, ზაქარია წიკლაური და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
See all
Survey
By the way