USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Тбилиси
რუსეთს ომი უკრაინაში,შესაძლოა 2 ტრილიონი რუბლით ($28 მილიარდი დოლარი) მეტი დაუჯდეს, ვიდრე ეს მიმდინარე წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული
дата:  104
FINANCIAL Times-ს რუსეთის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს,რომ პუტინის ომი უკრაინაში ქვეყანას შესაძლოა სულ მცირე 2 ტრილიონი რუბლით ($28 მილიარდი დოლარი) მეტი დაუჯდეს, ვიდრე ეს მიმდინარე წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.
 
 რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მთავრობას სთხოვს, გაყინოს ტრილიონობით რუბლის სამოქალაქო ხარჯები მზარდი სამხედრო ხარჯების დასაფარად.
 
 რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა წლის პირველ ოთხ თვეში უკვე მიაღწია 5.9 ტრილიონ რუბლს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
общество
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати